მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აღმოჩენილია კიბოს მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი: უჯრედები ულტრაბგერით ნადგურდება

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. მიჩიგანის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კიბოსთან ბრძოლის ახალი მეთოდი შეიმუშავეს — არაინვაზიური ბგერითი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც ღვიძლის სიმსივნის დაშლა და კიბოს უჯრედების განადგურება შეძლეს, იუწყება SciTechDaily.
ამერიკელი მეცნიერების ახალი მეთოდია ჰისტოტრიფსია — აბლაციის პირველი არაინვაზიური, არამაიონიზებელი და არათერმული მეთოდი ვიზუალური კონტროლით.
აღინიშნება, რომ ექსპერიმენტი ვირთხებზე ჩატარდა. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ მათი მიღწევა ადამიანებში კიბოს მკურნალობის შედეგებს ბევრად გააუმჯობესებს.
ვირთხებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ახალი მეთოდით მკურნალობა ასტიმულირებს ცხოველთა იმუნურ რეაქციებს, ხელს უწყობს სიმსივნის რეგრესს და ხელს უშლის კიბოს შემდგომ გავრცელებას.

„გავანადგურეთ რა ღვიძლის სიმსივნის მხოლოდ 50%-დან 75%-მდე, ვირთხების იმუნურმა სისტემამ დანარჩენის მოშორება თავად შეძლო — მღრღნელების 80%-ზე მეტში რეციდივისა თუ მეტასტაზების გარეშე. მაშინაც კი, თუ მთელი სიმსივნის განადგურებას არ ამოვიღებთ მიზანში, მაინც შეგვიძლია გამოვიწვიოთ სიმსივნის რეგრესი და ასევე შევამციროთ მეტასტაზების გავრცელების რისკი მომავალში“, — განაცხადა პროფესორმა და კვლევის ავტორმა ჟენ ქსუმ.

აღსანიშნავია, რომ ღვიძლის კიბო ერთ-ერთია მსოფლიოში კიბოთი სიკვდილიანობის ათ მიზეზს შორის. მიუხედავად მკურნალობის ამჟამად არსებული მრავალი ვარიანტისა, პაციენტებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების პროგნოზი მაინც ცუდია. მაგალითად, აშშ-ში ღვიძლის კიბოთი დაავადებულთა ხუთწლიანი სიცოცხლის მაჩვენებელი 18%-ზე ნაკლებია.
ყველა ახალი ამბავი
0