Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები - 21 აპრილი

© photo: Sputnik / Maksim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 21.04.2022
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.634.990 ადამიანი; ჩატარებულია 2.875.495 აცრა, ერთ დღეში აცრილია 719 ადამიანი.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 223-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.653.915-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1.634.990 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 399), გარდაიცვალა – 16.794. სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება 341 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 25.626 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.733, PCR–ტესტით – 1.893.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 0,87%, ბოლო 14 დღის – 1,26%, ბოლო 7 დღის – 1,16%.
სულ ჩატარებულია 2.875.495 აცრა, ერთ დღეში აცრილია 519 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0