დაიხედეთ ტერფზე და ნახეთ, რა ინფორმაციას იძლევა ის თქვენს ხასიათზე

© Pixabay / chentusoulქალის ტერფები
ქალის ტერფები - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია - როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად თუ ფსიქოლოგიურად.

მაგრამ არსებობს გარკვეული მახასიათებლები და კანონზომიერებები, რომლებიც პიროვნების ფარულ თვისებებს ამხელს. უფრო მეტიც, ზოგი რამ თქვენი წარმოშობის შესახებაც იძლევა ინფორმაციას და მომავალსაც განსაზღვრავს.
უფრო ხშირად ადამიანის პიროვნულ თვისებებს განსაზღვრავს დაბადების თვე და ფიზიკური თავისებურებები. და ამ ფიზიკურ თავისებურებებს შორის, როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოიაზრება ადამიანის ტერფის ფორმაც.
ქვემოთ გაგაცნობთ, რა ინფორმაციას იძლევა თქვენი ტერფების ფორმა თქვენს ხასიათზე.
ეგვიპტური ტერფები - Sputnik საქართველო
ეგვიპტური ტერფები

ასეთი ტერფების მქონეები იდუმალი ადამიანები არიან, არ უყვართ გულის გადაშლა. იშვიათად ამხელენ საკუთარ შეგრძნებებსა და განცდებს. არ უყვართ ემოციების გამჟღავნება. თუ ისე მოხდა, რომ ვინმეს გული გადაუშალეს, ეს განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს.

განშლაშეკუმშვა
რომაული ტერფები - Sputnik საქართველო
რომაული ტერფები

ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამგვარი ტერფების მქონე ადამიანები ლოიალურები, თამამები და ქარიზმატულები არიან. ყველაფერს აკეთებენ მეგობრებისა და ახლობლებისთვის, მაშინაც კი, თუ ეს მათი პირადი ბედნიერებისა და კომფორტის მსხვერპლად შეწირვას მოითხოვს.

განშლაშეკუმშვა
გლეხური ტერფები - Sputnik საქართველო
გლეხური ტერფები

ჩვენს დროში ეს ყველაზე იშვიათი ტიპის ტერფებია. ასეთი ტერფების მქონენი, როგორც წესი, ზედმეტად პრაქტიკულები, მშვიდები და გონიერები არიან. გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებლად კარგად აანალიზებენ ყველა პლუსსა და მინუსს. არ ჩქარობენ დასკვნების გაკეთებას, რათა მერე სანანებელი არ გაუხდეთ. არასდროს განსჯიან სხვებს, განსაკუთრებით, პირველი შთაბეჭდილების მიხედვით.

განშლაშეკუმშვა
ბერძნული ტერფები - Sputnik საქართველო
ბერძნული ტერფები

ასეთი ტერფები ხშირად აქვთ მომღერლებს, არტისტებსა და სპორტსმენებს. ამგვარი ტერფების მქონეები მეოცნებეები, საზრიანები და შემოქმედითი ტიპები არიან. ეხერხებათ გადაწყვეტილების მიღება, რაც მათ ლიდერულ თვისებებზე მიუთითებს. არიან ქარიზმატულები და მეგობრულები.

განშლაშეკუმშვა

უძრავი ნეკა თითი - არ შორდება მეოთხე თითს. ასეთი ტერფის მქონეები შრომისმოყვარეები არიან. გატაცებული არიან თავიანთი საქმიანობით და გამუდმებით ზრუნავენ მიზნის მიღწევაზე. თუ მიზეზთა გამო საკუთარი გზიდან გადაუხვიეს, მაინც აუცილებლად დაუბრუნდებიან დაწყებულ საქმეს და ბოლომდე მიიყვანენ მას.
არიან ბრძენი ადამიანები, რის გამოც მათ პატივს სცემენ და უყვართ კიდეც.
მოძრავი ნეკა თითი - მეოთხე თითისგან დაშორება შეუძლია. ეს უჩვეულო ტიპის ტერფებია, ახასიათებს ცნობისმოყვარე მეოცნებეებს. ასეთი ტერფების მქონეები აქტიურები არიან და უყვართ სიცოცხლე.
ვერ იტანენ ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერებას და სწყურიათ თავგადასავლები. დიდი ენთუზიაზმით იღებენ გამოწვევებს და გამუდმებით ეძებენ ცოდნასა და შთაბეჭდილებებს.
პაწაწა ნეკა თითი - ასეთი ტერფების მქონეები, როგორც წესი, მოდური ტრენდების ფუძემდებლები არიან. არ უყვართ სხვების გზაზე სიარული, ურჩევნიათ საკუთარი „სავალი“ შექმნან.
უყვართ მოგზაურობა და ყველაფრის თავისებურად კეთება. მიაჩნიათ, რომ მარცხი მეტ გამოცდილებასა და სიბრძნეს სძენს ადამიანს.
ლიდერები არიან და გამუდმებით ცდილობენ სრულყოფას.
გვერდზე გაწეული მესამე თითი - ვისაც ასეთი ტერფი აქვს, ის პერფექციონისტია.
ასეთები დიდ ყურადღებას აქცევენ წვრილმანებს და ცნობილები არიან უკომპრომისობით.
ეხერხებათ პრიორიტეტების დალაგება და ყოველთვის იციან, რა სურთ. მიზნის მისაღწევად მსხვერპლზე უშიშრად მიდიან.
ყველა ახალი ამბავი
0