აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება

© President of Georgiaსაჰიბა გაფაროვა და სალომე ზურაბიშვილი
საჰიბა გაფაროვა და სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტი ზურაბიშვილი გასული წლის დასაწყისში საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარების ინიციატივით გამოვიდა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთელი მსოფლიოს ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან, რათა რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელონ.
საჰიბა გაფაროვამ აღნიშნულ კონფერენციაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად სამშაბათს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში გაფაროვა უკვე შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა და საჰიბა გაფაროვამ ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს.

„ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისთვის საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0