https://sputnik-georgia.com/20220420/sagareo-vachroba-vistan-da-rit-vachribs-saqartvelo-266107112.html
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
Sputnik საქართველო
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უჭირავს. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T11:17+0400
2022-04-20T11:17+0400
2022-04-20T15:36+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:152:1601:1052_1920x0_80_0_0_5e2dd85159d2312958cb67d1a311733b.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ით გაიზარდა და 3,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,3%-ით მეტია.„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში იმპორტირებულია 2,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე 35,7%-ით მეტია.2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30,5%-ით მეტია.რით ვაჭრობს საქართველოსაქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.გლობალური ეკონომიკის ზრდა კიდევ მეტად შემცირდება: მსოფლიო ბანკმა პროგნოზი გამოაქვეყნა>>>2022 წლის იანვარი–მარტში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (166%), ფეროშენადნობების (91,3%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (75,4%) ექსპორტი. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (22,8%) ექსპორტი.საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ქიმიური პროდუქციის (404,4%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (133,9%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (195,3%) იმპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ელექტროენერგიის (5,7%) იმპორტი.ვისთან ვაჭრობს საქართველოსაქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ კვარტალში 562,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია.საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და რუმინეთი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252030944_0:2:1601:1202_1920x0_80_0_0_784066333aec03ca649a48994897227e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო
11:17 20.04.2022 (განახლებულია: 15:36 20.04.2022) საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უჭირავს.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს საგარეო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 38%-ით გაიზარდა და 3,9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 1,2 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43,3%-ით მეტია.
„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის დასაწყისიდან ქვეყანაში იმპორტირებულია 2,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–მარტის მაჩვენებელზე 35,7%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 30,5%-ით მეტია.
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–მარტში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (166%), ფეროშენადნობების (91,3%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (75,4%) ექსპორტი. ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (22,8%) ექსპორტი.
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ქიმიური პროდუქციის (404,4%), გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (133,9%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (195,3%) იმპორტი. ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ელექტროენერგიის (5,7%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ კვარტალში 562,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და რუმინეთი.