https://sputnik-georgia.com/20220420/rikotis-gzis-msheneblobashi-progresia-ministris-shepaseba-266106370.html
რიკოთის გზის მშენებლობაში დიდი პროგრესი შეიმჩნევა - მინისტრის შეფასება
რიკოთის გზის მშენებლობაში დიდი პროგრესი შეიმჩნევა - მინისტრის შეფასება
Sputnik საქართველო
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T10:41+0400
2022-04-20T10:41+0400
2022-04-20T14:59+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102625_523:617:3067:2048_1920x0_80_0_0_3d7ea768f38fcf398b7caf94b5301446.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, 80%-ზე მეტ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.მინისტრის თქმით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხიდებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე, ასევე გზის საფუძველზე. აღნიშნული პროექტები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სრულდება.„წელს ველოდებით კონკრეტული მონაკვეთების დასრულებას, რაც რეალურად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე წელს გვქონდეს დანაზოგი დროში“, – განაცხადა მინისტრმა.რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102625_612:413:2792:2048_1920x0_80_0_0_229c3f6edad35cdf2d6218e70a817f46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
რიკოთის გზის მშენებლობაში დიდი პროგრესი შეიმჩნევა - მინისტრის შეფასება
10:41 20.04.2022 (განახლებულია: 14:59 20.04.2022) რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის საერთაშორისო ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია, 80%-ზე მეტ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
რიკოთზე საერთო ჯამში დაგეგმილია 51,6 კმ-მდე სიგრძის მაგისტრალური ოთხზოლიანი გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. ახალი გზა საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს ითვალისწინებს.
„დიდი პროგრესია რიკოთის გვირაბის მშენებლობის მიმართულებით... 80%-ზე მეტ უბანზე მიმდინარეობს სამუშაოები. უკვე დასრულებულია კონკრეტული გვირაბებიც“, – განაცხადა ქარსელაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მინისტრის თქმით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ხიდებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე, ასევე გზის საფუძველზე. აღნიშნული პროექტები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში სრულდება.
„წელს ველოდებით კონკრეტული მონაკვეთების დასრულებას, რაც რეალურად მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე წელს გვქონდეს დანაზოგი დროში“, – განაცხადა მინისტრმა.
რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის არის დაგეგმილი, ხოლო მისი ექსპლუატაციაში მთლიანად გაშვება 2023 წელს იგეგმება.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი). საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.