მსახიობი მარია შალაევა თბილისში თაყვანისმცემლებს შეხვდება

© photo: Sputnik / Evgeniy Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი მარია შალაევა
მსახიობი მარია შალაევა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
ღონისძიება გაიმართება დედაქალაქის კაფე „უცხოს“ (Utskho) „კინოსამზარეულოში“. შესვლა თავისუფალია.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. რუს მსახიობ მარია შალაევასთან შეხვედრა, ასევე მისი მონაწილეობით რეჟისორ ანა მელიქიანის ფილმ „ქალთევზას“ ჩვენება თბილისში 21 აპრილს გაიმართება.
სტუმრები შეძლებენ ერთდროულად ფილმის ნახვასაც და მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობთან შეხვედრასა და გასაუბრებასაც.
© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიმსახიობი მარია შალაევა
Актриса Мария Шалаева - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
მსახიობი მარია შალაევა
ფილმი „ქალთევზა“ (Русалка) მაყურებელს მოუთხრობს ალისას ისტორიას, რომელსაც ბედი არ სწყალობს. თუმცა ერთ რამეში მაინც უმართლებს – ალისას ზღვასთან საუბარი შეუძლია და დაჯილდოებულია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე გავლენის ნიჭით. 18 წელს მიღწეული გოგონა გადაწყვეტს ბედი მოსკოვში სცადოს, სადაც მას ახალი უსიამოვნებები და ცხოვრებაში პირველი სიყვარული ელოდება.
„საყვარელი მაშა ჩემი საყვარელი ფილმის მაყურებელთან შეხვედრაზე მოვა! დიდი იმედი მაქვს, მალე ჩვენს „კინოსამზარეულოში“ მაშას სარეჟისორო დებიუტის ჩვენება გვექნება...“ – წერს შეხვედრის ორგანიზატორი, რეჟისორი ლარა ისაევა.
ღონისძიება გაიმართება დედაქალაქის კაფე „უცხოს“ (Utskho) „კინოსამზარეულოში“. შესვლა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0