https://sputnik-georgia.com/20220420/mkvleloba-wynetsi-prokuraturam-ufros-deteqtivs-brali-warudgina-266130417.html
მკვლელობა წყნეთში - პროკურატურამ უფროს დეტექტივს ბრალი წარუდგინა
მკვლელობა წყნეთში - პროკურატურამ უფროს დეტექტივს ბრალი წარუდგინა
Sputnik საქართველო
ბრალი წარდგენილია ორი მუხლით: „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა“ და „მოხელის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, იარაღის გამოყენებით“
2022-04-20T19:34+0400
2022-04-20T19:34+0400
2022-04-20T22:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_91f74d4d73943216ee13b47f0b32c347.jpg
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. პროკურატურამ წყნეთში მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.მტკიცებულებებით, ასევე თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული.შემდეგ მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - საქართველოს პროკურატურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/68/234096857_167:0:1500:1000_1920x0_80_0_0_725473523ac65d05af9b8a365609efeb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა წყნეთი პროკურატურა დეტექტივი ბრალი წარდგენა
მკვლელობა წყნეთი პროკურატურა დეტექტივი ბრალი წარდგენა
მკვლელობა წყნეთში - პროკურატურამ უფროს დეტექტივს ბრალი წარუდგინა
19:34 20.04.2022 (განახლებულია: 22:01 20.04.2022) ბრალი წარდგენილია ორი მუხლით: „სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა“ და „მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება იარაღის გამოყენებით“.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. პროკურატურამ წყნეთში მამაკაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს უფროს დეტექტივს ბრალდება წარუდგინა, იუწყება საქართველოს პროკურატურა.
გამოძიებით დგინდება, რომ 18 აპრილს, საღამოს საათებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
მტკიცებულებებით, ასევე თვითმხილველებისგან მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული.
შემდეგ მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განახორციელა გასროლა, რასაც მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას იარაღის გამოყენებით.
აღნიშნული დანაშაული 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.