პესკოვი: რუსეთმა უკრაინას დარეგულირების მკაფიო ფორმულირებები გადასცა

© photo: Sputnik / Aleksander Kryazhev
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. რუსეთმა უკრაინას გადასცა დარეგულირების დოკუმენტის პროექტი, მაგრამ კიევი რეაგირებას არ ჩქარობს, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივად შორდება ადრე შეთანხმებულ პოზიციებს, მუდმივად ცვლის მათ, რაც უარყოფითად აისახება მოლაპარაკებების ეფექტურობაზე.

„ჩვენი დოკუმენტის პროექტი გადაეცა უკრაინულ მხარეს, რომელშიც აბსოლუტურად მკაფიო ფორმულირებებია ჩამოყალიბებული. ბურთი მათ მხარესაა. ველოდებით პასუხს", – დასძინა პესკოვმა.

ბოლოს რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებმა პირისპირ მოლაპარაკებები 29 მარტს გამართეს სტამბულში. 12 აპრილს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. კრემლში მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკებების დინამიკა „უკეთესის სურვილს ტოვებს“.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთთან წარმატებული მოლაპარაკებების შანსები მცირდება, ხოლო უკრაინულ საზოგადოებას არ სურს დიალოგის გაგრძელება. 19 აპრილს ზელენსკის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების ვადა არ არსებობს. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება „სერიოზულ ფსონს დებს“ დონბასში საომარი მოქმედებების მეორე ფაზაზე.
ყველა ახალი ამბავი
0