https://sputnik-georgia.com/20220420/chiakokonobaze-nebismieri-narchenis-gia-wesit-dawva-akrzalulia-266120855.html
დღეს ჭიაკოკონობაა: ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია
დღეს ჭიაკოკონობაა: ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია
Sputnik საქართველო
ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. 20.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-20T16:50+0400
2022-04-20T16:50+0400
2022-04-20T21:15+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/01/239940127_0:308:3697:2388_1920x0_80_0_0_3aca4ed7c190580c7332c22f204eb995.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჭიაკოკონობის ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ექვემდებარება.ნებისმიერი ტიპის ნარჩენების დაწვა ღია სივრცეში ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო საბურავებისა და პლასტმასის მასალის დაწვა ექვემდებარება ჯარიმას 1,5 ათას ლარამდე ოდენობით.ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. საქართველოში მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23994/01/239940127_51:0:3646:2696_1920x0_80_0_0_651ebf1ac39625768c3bab7eb38948df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
დღეს ჭიაკოკონობაა: ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია
16:50 20.04.2022 (განახლებულია: 21:15 20.04.2022) ჭიაკოკონობა უძველესი, ქრისტიანობამდელი ქართული რიტუალია — ცეცხლით განწმენდის დღეობა, რომელიც დღემდე შემორჩა და მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჭიაკოკონობის ტრადიციული რიტუალის აღნიშვნის მსურველ მოსახლეობას ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის ღია წესით დაწვა აკრძალულია და ჯარიმას ექვემდებარება.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების დაწვა ღია სივრცეში ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარამდე ოდენობით, ხოლო საბურავებისა და პლასტმასის მასალის დაწვა ექვემდებარება ჯარიმას 1,5 ათას ლარამდე ოდენობით.
ჭიაკოკონობა წარმართული ტრადიციული რიტუალია. საქართველოში მას აღდგომის წინ, ვნების ოთხშაბათს აღნიშნავენ. ამ დღეს ანთებენ კოცონს. ბავშვები კოცონზე ხტებიან, მის გარშემო იკრიბებიან და მღერიან. გადმოცემის თანახმად, კოცონზე გადახტომის დროს ადამიანი ავი სულებისგან იწმინდება.
კოცონის დასანთებად მოსახლეობა ზოგჯერ ავტომობილების საბურავებს, პლასტიკურ მასალებს, ფოთლებს იყენებს, რაც ქალაქებსა და რეგიონებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ ძირითად გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები 24-საათიან პატრულირებას განახორციელებენ და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებენ.