ათენში ქართველები რუსეთის მომხრეთა ავტოკოლონას თავს დაესხნენ

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
გამოწერა
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საბერძნეთის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, რომლებიც რუსეთის მომხრეთა ავტოკოლონაზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით.

შემთხვევა ათენში, ომონიას რაიონში მოხდა. 26 და 27 წლის ორი ქართველი, რომლებსაც თან ჰქონდათ ხელკეტები და ჯოხები, რუსეთის მომხრეთა მსვლელობის მონაწილეებს თავს დაესხნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს და ასევე დააზიანეს მათი ავტომობილები.
დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ორი დანა, გაზის პისტოლეტი და ის ტანსაცმელი, რომელიც მათ ინციდენტის დროს ეცვათ.
საქართველოს მოქალაქეებს ბრალად ედებათ მკვლელობის მცდელობა, სხვა სახელმწიფოს სიმბოლიკის შეურაცხყოფა, რასიზმი, სხვისი ქონების დაზიანება და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0