„ბედნიერი არ ვარ...“ - ზურა ყიფშიძის გულახდილი აღიარება
16:02 19.04.2022 (განახლებულია: 21:33 19.04.2022)
© courtesy of Zura Kipshidzeმსახიობი ზურა ყიფშიძე
© courtesy of Zura Kipshidze
გამოწერა
მსახიობმა გულისტკივილი პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს გაუმხილა.
მსახიობი ზურა ყიფშიძე ნოე სულაბერიძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ ის ბედნიერი არ არის და ამის მიზეზი მისი მატერიალური მდგომარეობაა.
„ბედნიერი არ ვარ, თუმცა არ მინდა ვიყო უმადური და იმ მხრიდან მინდა შევხედო – დილით რომ იღვიძებ, მადლობა უნდა გადაიხადო. ვერ ვიტყვი, რომ უბედური ვარ, მაგრამ არც ბედნიერი ვარ, ამას ვერ ვიტყვი. კაცი ეგოისტია. მატერიალურმა თემებმა შემიშალა ხელი. ყველაზე დიდი სიამოვნება რა არის ამ ქვეყნად? კაცისთვის – ქალი, ქალისთვის – კაცი, ეს გასაგებია, მაგრამ გაცემა... ამაზე დიდ სიამოვნებას ვერ მიიღებ“, – ამბობს მსახიობი.
ყიფშიძე აცხადებს, რომ „შენი ნამოქმედარით კაცი გადაარჩინო, გაუხარდეს, ბედნიერი გახდეს – ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს“.