https://sputnik-georgia.com/20220419/ziudo-evropis-cemiponatze-11-qartveli-gaemgzavreba-266096011.html
ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება
ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება
Sputnik საქართველო
ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძიუდოისტი – 9 კაცი და 2 ქალი იასპარეზებს. 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T17:54+0400
2022-04-19T17:54+0400
2022-04-19T22:56+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
ბულგარეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286890_0:48:1201:723_1920x0_80_0_0_1ab7734e523cfbde8c72071cefbcdafa.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 11 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას წყალტუბოში გადის, სადაც 26 აპრილამდე ივარჯიშებს, 27 აპრილს კი სოფიაში გაფრინდება.ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან 9 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს.აღსანიშნავია, რომ განაცხადშია ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკლუბო ტურნირებზე პერიოდულად ასპარეზობდა, ახლა კი ლაშა გუჯეჯიანის რჩეულთა სიაშიც მოხვდა.საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის კი ასე გამოიყურება:ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება.
საქართველო
ბულგარეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251286890_86:0:1113:770_1920x0_80_0_0_e82e5691946fd78d0f58da72b240c071.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, ბულგარეთი
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები, ბულგარეთი
ძიუდო: ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრება
17:54 19.04.2022 (განახლებულია: 22:56 19.04.2022) ბულგარეთის დედაქალაქში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე 11 ქართველი ძიუდოისტი – 9 კაცი და 2 ქალი იასპარეზებს.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში დაგეგმილ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას 11 ქართველი სპორტსმენი მიიღებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ დასკვნით შეკრებას წყალტუბოში გადის, სადაც 26 აპრილამდე ივარჯიშებს, 27 აპრილს კი სოფიაში გაფრინდება.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან 9 ვაჟი და 2 ქალი ძიუდოისტი იასპარეზებს.
აღსანიშნავია, რომ განაცხადშია ვარლამ ლიპარტელიანიც, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების კაპიტანი საკლუბო ტურნირებზე პერიოდულად ასპარეზობდა, ახლა კი ლაშა გუჯეჯიანის რჩეულთა სიაშიც მოხვდა.
საქართველოს ნაკრების სრული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის კი ასე გამოიყურება:
მამაკაცები: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (ორივე 60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი (ორივე 100 კგ), გურამ თუშიშვილი (+100 კგ).
ქალები: ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი 29 აპრილს დაიწყება და 1 მაისს დასრულდება.