https://sputnik-georgia.com/20220419/wminda-nawilebi-tbilissi-ucveulo-speqtaklis-premiera-sedgeba-266098965.html
„წმინდა ნაწილები“: თბილისში უჩვეულო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
„წმინდა ნაწილები“: თბილისში უჩვეულო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
Sputnik საქართველო
რელიგია, შავი იუმორი და მონაზონის ცხოვრება - სამეფო უბნის თეატრი მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლზე იწვევს
2022-04-19T19:03+0400
2022-04-19T19:03+0400
2022-04-19T23:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266097428_0:272:1247:973_1920x0_80_0_0_f4b5b1575173b7edc2df0bd9b9083cd5.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 20 აპრილს დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „წმინდა ნაწილების“ პრემიერა გაიმართება.პიესის სიუჟეტის ცენტრშია ნაზი – ახალგაზრდა მონაზონი. მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის ჩვეულებრივი: ის დარწმუნებულია, რომ დიდი მისია აკისრია, მის ხელთაა ქვეყნიერების გადარჩენა.სპექტაკლის რეჟისორია ილია ქორქაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი – დათა თავაძე, სცენოგრაფია – ქეთი ნადიბაიძე.მთავარ როლებში მონაწილეობენ მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა.პროექტი ხორციელდება სამეფო უბნის თეატრისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.სპექტაკლ „წმინდა ნაწილების“ საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 21 აპრილს, 6 და 7 მაისს, 20:00 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება სამეფო უბნის თეატრის სალაროსა და ვებ-გვერდზე: biletebi.ge.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266097428_0:155:1247:1090_1920x0_80_0_0_8f52672549d7c35758d21962bbe0499e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„წმინდა ნაწილები“: თბილისი სპექტაკლი პრემიერა
„წმინდა ნაწილები“: თბილისი სპექტაკლი პრემიერა
„წმინდა ნაწილები“: თბილისში უჩვეულო სპექტაკლის პრემიერა გაიმართება
19:03 19.04.2022 (განახლებულია: 23:07 19.04.2022) რელიგია, შავი იუმორი და მონაზონის ცხოვრება – სამეფო უბნის თეატრი მაყურებლებს საინტერესო სპექტაკლზე იწვევს.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისში, სამეფო უბნის თეატრის სცენაზე 20 აპრილს დრამატურგ ვალერი ოთხოზორიას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის „წმინდა ნაწილების“ პრემიერა გაიმართება.
პიესის სიუჟეტის ცენტრშია ნაზი – ახალგაზრდა მონაზონი. მის ცხოვრებაში არავინ და არაფერი არ არის ჩვეულებრივი: ის დარწმუნებულია, რომ დიდი მისია აკისრია, მის ხელთაა ქვეყნიერების გადარჩენა.
„ამ იდეით ფანატიკურად შეპყრობილი ნაზი არნახული ძალადობის გზას დაადგება. საზოგადოება ორად იყოფა, ვიღაცას ქალი წმინდანად მიაჩნია, ვიღაცა კი მის განადგურებას მოითხოვს. თავგადასავლებითა და გაბედული სიუჟეტური სვლებით სავსე პიესა თითქოს ამოწმებს დაშვებულის საზღვრებს და ამას თავბრუდამხვევი, შავი იუმორის გრძნობით ახერხებს“, – აღნიშნავენ თეატრში.
სპექტაკლის რეჟისორია ილია ქორქაშვილი, დადგმის ხელმძღვანელი – დათა თავაძე, სცენოგრაფია – ქეთი ნადიბაიძე.
მთავარ როლებში მონაწილეობენ მსახიობები: მაგდა ლებანიძე, კატო კალატოზიშვილი, სალომე მაისაშვილი, იაკო ჭილაია, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ყორღანაშვილი, ზაალ ჩიქობავა.
პროექტი ხორციელდება სამეფო უბნის თეატრისა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
სპექტაკლ „წმინდა ნაწილების“ საპრემიერო ჩვენებები ასევე გაიმართება 21 აპრილს, 6 და 7 მაისს, 20:00 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება სამეფო უბნის თეატრის სალაროსა და ვებ-გვერდზე: biletebi.ge.