https://sputnik-georgia.com/20220419/urtiertobebis-otxi-modeli-266081721.html
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი
Sputnik საქართველო
რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა განსხვავებულია წვრილმანებში, მაგრამ, კვლევების თანახმად, ურთიერთობების სულ ოთხი ზოგადი ტიპი არსებობს. 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T13:51+0400
2022-04-19T13:51+0400
2022-04-19T19:27+0400
სასარგებლო რჩევები
წასაკითხი ამბები
ეს საინტერესოა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24875/29/248752956_0:123:3000:1811_1920x0_80_0_0_ce0f6b6145c442a5cc3148a54b1639d7.jpg
1. დრამაკვლევის შედეგებით, ამ კატეგორიაში წყვილთა 34% მოხვდა. ესაა ურთიერთობები, სადაც პრიორიტეტები მუდმივად იცვლება. ხან მამაკაცი იყო მოსიყვარულე და რომანტიკოსი, უცებ კი ამბობს, რომ მას მეტი პირადი სივრცე სჭირდება. ხანდახან ყველაფერზე საუბრობთ, უცებ კი — შეწყვიტეთ. შემდეგ კი ერთ-ერთს ეჭვიანობის შეტევა ემართება. მოკლედ, მხიარული ურთიერთობებია, ვერაფერს იტყვი: დრამა, როგორც ასეთი.სპეციალისტების აზრით, ასეთი წყვილები ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან.2. კონფლიქტური ურთიერთობებიამ კატეგორიაში წყვილების 12% მოხვდა.მათაც, დრამატული წყვილების მსგავსად, აქვთ განწყობების მონაცვლეობა ურთიერთობებში, მაგრამ აქ უფრო მეტად საქმე რაღაც პრობლემებს ეხება, რომლებსაც ისინი არ განიხილავენ, მაგრამ რომლებიც აკავებს მათ ქორწინებას ან ურთიერთობების შემდეგ ეტაპებს.ასეთ წყვილებს შეუძლიათ წლობით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან ერთად იცხოვრონ, მაგრამ ეს უფრო სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადის.3. სოციალიზებული ურთიერთობებიაქ წყვილთა 19% მოხვდა.ეს ისინი არიან, რომლებსაც თავიანთ ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ მეგობრები და ნათესავები მათ პარტნიორზე.მაგალითად, გიყვართ თქვენი პარტნიორი, მაგრამ ერთად ცხოვრება ვერ გადაგიწყვეტიათ, რადგან დედამისი თქვენით აღფრთოვანებული არ არის, ან თქვენ ელოდებით საკუთარი მშობლის მხრიდან „კვერის დაკვრას".4. პარტნიორული ურთიერთობებიამ კატეგორიაში წყვილთა 30%-ია.ამ ურთიერთობებში ადამიანებს ყურადღება კონცენტრირებული აქვთ ერთმანეთზე და არა დრამაზე, კონფლიქტის დამალვაზე ან სხვების აზრების გამო განცდებზე.ანუ, ეს საოცნებო ურთიერთობებია.
https://sputnik-georgia.com/20220323/qalismtavari-zala-emocia-265404285.html
https://sputnik-georgia.com/20220322/taflobis-tvis-dasasruli-cvxovreba-hefdi-endis-semdeg-265403428.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24875/29/248752956_212:0:2789:1933_1920x0_80_0_0_9344c132fe570d505cd575971b39003f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა
სასარგებლო რჩევები , წასაკითხი ამბები, ეს საინტერესოა
ურთიერთობების ოთხი მოდელი - რომელ კატეგორიას მიეკუთვნებით თქვენ და თქვენი პარტნიორი
13:51 19.04.2022 (განახლებულია: 19:27 19.04.2022) რა თქმა უნდა, ყველა ურთიერთობა განსხვავებულია წვრილმანებში, მაგრამ, კვლევების თანახმად, ურთიერთობების სულ ოთხი ზოგადი ტიპი არსებობს.
კვლევის შედეგებით, ამ კატეგორიაში წყვილთა 34% მოხვდა. ესაა ურთიერთობები, სადაც პრიორიტეტები მუდმივად იცვლება. ხან მამაკაცი იყო მოსიყვარულე და რომანტიკოსი, უცებ კი ამბობს, რომ მას მეტი პირადი სივრცე სჭირდება. ხანდახან ყველაფერზე საუბრობთ, უცებ კი — შეწყვიტეთ. შემდეგ კი ერთ-ერთს ეჭვიანობის შეტევა ემართება. მოკლედ, მხიარული ურთიერთობებია, ვერაფერს იტყვი: დრამა, როგორც ასეთი.
სპეციალისტების აზრით, ასეთი წყვილები ორჯერ უფრო ხშირად შორდებიან.
2. კონფლიქტური ურთიერთობები
ამ კატეგორიაში წყვილების 12% მოხვდა.
მათაც, დრამატული წყვილების მსგავსად, აქვთ განწყობების მონაცვლეობა ურთიერთობებში, მაგრამ აქ უფრო მეტად საქმე რაღაც პრობლემებს ეხება, რომლებსაც ისინი არ განიხილავენ, მაგრამ რომლებიც აკავებს მათ ქორწინებას ან ურთიერთობების შემდეგ ეტაპებს.
ასეთ წყვილებს შეუძლიათ წლობით ხვდებოდნენ ერთმანეთს, ან ერთად იცხოვრონ, მაგრამ ეს უფრო სერიოზულ ურთიერთობებში არ გადადის.
3. სოციალიზებული ურთიერთობები
ეს ისინი არიან, რომლებსაც თავიანთ ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ იმისდა მიხედვით, თუ როგორ რეაგირებენ მეგობრები და ნათესავები მათ პარტნიორზე.
მაგალითად, გიყვართ თქვენი პარტნიორი, მაგრამ ერთად ცხოვრება ვერ გადაგიწყვეტიათ, რადგან დედამისი თქვენით აღფრთოვანებული არ არის, ან თქვენ ელოდებით საკუთარი მშობლის მხრიდან „კვერის დაკვრას".
4. პარტნიორული ურთიერთობები
ამ კატეგორიაში წყვილთა 30%-ია.
ამ ურთიერთობებში ადამიანებს ყურადღება კონცენტრირებული აქვთ ერთმანეთზე და არა დრამაზე, კონფლიქტის დამალვაზე ან სხვების აზრების გამო განცდებზე.
ანუ, ეს საოცნებო ურთიერთობებია.