https://sputnik-georgia.com/20220419/twitter-ilon-maskma-sesazloa-sesximiiros-266083068.html
ილონ მასკმა შესაძლოა სესხი მიიღოს Twitter-ის მთლიანად შესაძენად
ილონ მასკმა შესაძლოა სესხი მიიღოს Twitter-ის მთლიანად შესაძენად
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ინვესტიციების მართვის ამერიკული კომპანია Apollo Global Management განიხილავს სესხის გაცემის საკითხს Twitter-ის შესაძენად, რაზეც... 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T11:09+0400
2022-04-19T11:09+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
ეკონომიკა
აშშ
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265871326_0:304:3058:2024_1920x0_80_0_0_45fe966c84a9c3b952e1d4d44e8804d7.jpg
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ინვესტიციების მართვის ამერიკული კომპანია Apollo Global Management განიხილავს სესხის გაცემის საკითხს Twitter-ის შესაძენად, რაზეც პრეტენზიას ილონ მასკი აცხადებს, იუწყება Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.როგორც საკითხში გაცნობიერებული ადამიანები აცხადებენ, Apollo, რომელიც ასევე ფლობს Yahoo-ს, ფრიად აფასებს პოტენციურ თანამშრომლობას ამ კომპანიასა და Twitter-ს შორის.ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, რომელმაც თვის დასაწყისში სოციალური ქსელის აქციების 9,2% შეიძინა, გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადაა 43,4 მილიარდ დოლარად იყიდოს Twitter-ის ყველა აქცია — თითქმის 40%-იანი პრემიით. მეორე დღეს კი ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo-მ განაცხადა, რომ ისიც განიხილავს სოციალური ქსელის შეძენის საკითხს. ახლა Twitter-ის აქციების ფასი წინასწარ ვაჭრობაზე 0,72%-ით ძვირდება.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0a/265871326_163:0:2894:2048_1920x0_80_0_0_b29fd090c90ef60b617d5cd0d0247013.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეკონომიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ეკონომიკა, აშშ , მსოფლიოს ახალი ამბები
ილონ მასკმა შესაძლოა სესხი მიიღოს Twitter-ის მთლიანად შესაძენად
11:09 19.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ინვესტიციების მართვის ამერიკული კომპანია Apollo Global Management განიხილავს სესხის გაცემის საკითხს Twitter-ის შესაძენად, რაზეც პრეტენზიას ილონ მასკი აცხადებს, იუწყება
Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით.
„Apollo-ს შეუძლია მისცეს მასკს ან ვაჭრობის სხვა პრეტენდენტს, მაგალითად, კერძო საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo LP-ს საკუთარი კაპიტალი ან ობლიგაციები შეთავაზების მხარდასაჭერად“, — წერს გაზეთი წყაროებზე დაყრდნობით.
როგორც საკითხში გაცნობიერებული ადამიანები აცხადებენ, Apollo, რომელიც ასევე ფლობს Yahoo-ს, ფრიად აფასებს პოტენციურ თანამშრომლობას ამ კომპანიასა და Twitter-ს შორის.
ამერიკელმა მეწარმემ და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, რომელმაც თვის დასაწყისში სოციალური ქსელის აქციების 9,2% შეიძინა, გასულ ხუთშაბათს განაცხადა, რომ მზადაა 43,4 მილიარდ დოლარად იყიდოს Twitter-ის ყველა აქცია — თითქმის 40%-იანი პრემიით.
მეორე დღეს კი ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Thoma Bravo-მ განაცხადა, რომ ისიც განიხილავს სოციალური ქსელის შეძენის საკითხს.
ახლა Twitter-ის აქციების ფასი წინასწარ ვაჭრობაზე 0,72%-ით ძვირდება.