თბილისში „ბოლეროს“ პრემიერა გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerრუსთაველის თეატრი
რუსთაველის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. მარიამ უგრეხელიძის კამერული საბალეტო დასი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში 2 მაისს კონცერტს გამართავს – საღამოზე მორის რაველის „ბოლეროს“ პრემიერა გაიმართება.
მაყურებელი ასევე იხილავს საბალეტო დადგმას „იცეკვე მშვიდობისათვის“. ბილეთების ყიდვა შესაძლებელია ონლაინ. კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.
მარიამ უგრეხელიძე ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის (მარინა ვასილევას ჯგუფი) კურსდამთავრებულია. 2009 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის მუსორგსკის სახელობის თეატრის დასის წევრი.
მას მონაწილეობა აქვს მიღებული მსოფლიოს საუკეთესო ბალეტმეისტერების და ქორეოგრაფების კლასიკურ და თანამედროვე დადგმებში. თეატრთან ერთად გასტროლების დროს მსოფლიოს დიდ სცენებზე წარმატებით აქვს შესრულებული სოლო პარტიები - ინგლისში, ამერიკაში, კანადაში, ჩინეთში, იაპონიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში, ფინეთში, ავსტრიაში, იტალიაში, ლატვიაში, ესტონეთში.
ყველა ახალი ამბავი
0