თბილისის მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარების წესი შეიცვალა

© photo: Sputnik / Stringerმიშენებები საცხოვრებელ კორპუსებზე
მიშენებები საცხოვრებელ კორპუსებზე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
დარღვევების შესახებ აქტები განთავსდება თავად ობიექტებზე, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ დეველოპერმა დოკუმენტი მიიღო.
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. სამშენებლო ობიექტებზე მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილებების ჩაბარების წესი შეიცვალა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, მშენებლობაზე ზედამხედველობის განხორციელების პროცესში ხშირად წარმოიქმნებოდა ხოლმე პრობლემები გადაწყვეტილების ჩაბარებასთან, მისი ძალაში შესვლასა და აღსრულებასთან დაკავშირებით.
საქმე ისაა, რომ ზოგიერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც უკანონო მშენებლობას ახორციელებს, ხშირად უარს აცხადებს მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, რათა მერიამ შესაბამისი ზომები არ გაატაროს.
ამიერიდან დარღვევის შესახებ აქტები განთავსდება თავად ობიექტებზე, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ დეველოპერმა დოკუმენტი მიიღო.

„ადრესატი ხშირად უარს აცხადებდა მუნიციპალური ინსპექციის გადაწყვეტილების ჩაბარებაზე. ამიტომაც გამოვიყენეთ უკვე არსებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილება ობიექტზე თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება და ის უკვე ჩაბარებულად ჩაითვლება. ამას მოჰყვება ყველა ის სამართლებრივი შედეგი, რაც გათვალისწინებულია კანონმდებლობით", – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელიწადში სამშენებლო სექტორში 4,2 ათასი დარღვევა გამოვლინდა და საერთო ჯანში 82 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
2014–2017 წლებში, დავით ნარმანიას მერობის პერიოდში გამოვლინდა 3,2 ათასი დარღვევა და 19 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში კი სულ გამოვლენილია 3,5 ათასი დარღვევა და გამოწერილია 11 მლნ ლარის ოდენობის ჯარიმა.
ყველა ახალი ამბავი
0