ვინ ეუბნება თამუნა მუსერიძეს, რომ მისი ბიოლოგიური დედის ვინაობა იცის, მაგრამ არ გაუმხელს
17:16 19.04.2022 (განახლებულია: 22:41 19.04.2022)
© courtesy of Tamuna Museridzeთამუნა მუსერიძე
© courtesy of Tamuna Museridze
გამოწერა
ყველაფერი დაიწყო 2017 წლის 3 ივნისს, როდესაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში მაყურებელმა ცნობილი ჟურნალისტის ძალიან გულწრფელი აღიარება მოისმინა.
ტელესახე თამუნა მუსერიძე, რომელიც წლებია თავის ბიოლოგიურ დედას ეძებს, ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მის მიერ შექმნილ ჯგუფში სოციალურ ქსელში ერთმა გოგონამ მისწერა – ვერ ვხვდები, რატომ ეძებთ იმას, ვინც მიგატოვათო.
„როცა ასეთ პატარა ქვეყანაში ცხოვრობ, დიდი შანსია, ინცესტის მსხვერპლი გახდე, რატომ უნდა გაგიჩნდეს ეს კითხვა?! მით უმეტეს, რომ გაშვილების მასშტაბები ძალიან დიდია. მე ვერ ვუგებ ადამიანებს, ვინც სიმართლე იცის და გვერდიდან უყურებს მოვლენებს. ერთი გოგო დაფარული გვერდიდან მწერს, ვიცი ვინ არის შენი ბიოლოგიური დედა, მაგრამ არ გეტყვი, რადგან არ მინდა პრობლემები შეიქმნასო. ამის მოწერას საერთოდ არაფერი მომწეროს, არ ჯობს?! ნერვებს გიშლის, მაგრამ ბოლომდე არ გეხსნება“, – ამბობს ტელეწამყვანი.