მოსკოვს თეირანის იმედი აქვს: ირანს დასავლელი მწარმოებლების ჩანაცვლება შეუძლია

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2022
გამოწერა
თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ირანს შეუძლია ჩაანაცვლოს დასავლური საქონლის რიგი პოზიციები საყოფაცხოვრებო ქიმიკატებისა და მედიცინის სფეროში, განუცხადა РИА Новости-ს რუსეთ-ირანის ბიზნეს-საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმირ ობიდენოვმა.

„დიდი ალბათობით, ირანის სახით ჩვენი ბიზნესი ალტერნატივას იპოვის გარკვეული დასავლური პროდუქციისთვის“, — აღნიშნა ობიდენოვმა.

მისი თქმით, ალტერნატივა შეიძლება მოიძებნოს ყოველდღიური მოთხოვნილების საქონელზე — დაწყებული ბავშვის ჰიგიენური საშუალებებით და დამთავრებული სამზარეულოს ჭურჭლით.
„ირანი აწარმოებს საყოფაცხოვრებო ქიმიის ფართო ასორტიმენტს. რუსული მხარის დაინტერესების შემთხვევაში ჩვენს ბაზარზე დასავლური საქონლის არაერთი პოზიციის ჩანაცვლებაა შესაძლებელი. და ამას დიდი დრო არ დასჭირდება", — დარწმუნებულია ობიდენოვი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ირანში საკმაოდ განვითარებულია მედიცინა, ფარმაცევტული და სამედიცინო ტურიზმი, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება.
უკრაინაში „სამხედრო სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ რუსეთში ინვესტიციებისა და იმპორტის შეწყვეტის თაობაზე არაერთმა მსოფლიო ბრენდმა განაცხადა. მათ შორის არიან ჰიგიენური და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი ცნობილი კომპანიები: Unilever, Procter & Gamble, Johnson & Johnson.
ყველა ახალი ამბავი
0