https://sputnik-georgia.com/20220419/mamia-malazonia-gamofena-266097948.html
თბილისში იხსნება გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“
თბილისში იხსნება გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“
Sputnik საქართველო
გამოფენის სტუმრები დაათვალიერებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს და სურვილის შემთხვევაში – შეიძენენ. 19.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-19T18:32+0400
2022-04-19T18:32+0400
2022-04-19T23:02+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23139/59/231395943_0:162:2321:1468_1920x0_80_0_0_6490dc3cd271384e173fea9be20f62f7.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ქართველი მხატვრის მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“ და „ფსალმუნი მეფე დავითის“ N9 Gallery-ში დღეს, 19 საათზე იხსნება.ექსპოზიციის სტუმრები შეძლებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების დათვალიერებას და სურვილის შემთხვევაში – შეძენას.მამია მალაზონია 1936 წელს ოზურგეთში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მხატვარი რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრებში.მას გაფორმებული აქვს სპექტაკლები რუსთავის დრამატულ თეატრში, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასევე ქმნიდა ესკიზებს კინოფილმებისთვის, მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე.მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში, მოსკოვის თეატრის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში.მამია მალაზონია საქართველოს სახალხო მხატვარია. არის გალაკტიონ ტაბიძის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების მფლობელი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23139/59/231395943_0:0:2321:1741_1920x0_80_0_0_c774897665d3c2a801da66cd8f3c64e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს
თბილისში იხსნება გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“
18:32 19.04.2022 (განახლებულია: 23:02 19.04.2022) გამოფენის სტუმრები დაათვალიერებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს და სურვილის შემთხვევაში – შეიძენენ.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ქართველი მხატვრის მამია მალაზონიას ნამუშევრების გამოფენა „ცხოვრება იესო ქრისტესი“ და „ფსალმუნი მეფე დავითის“ N9 Gallery-ში დღეს, 19 საათზე იხსნება.
ექსპოზიციის სტუმრები შეძლებენ რელიგიურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების დათვალიერებას და სურვილის შემთხვევაში – შეძენას.
მამია მალაზონია 1936 წელს ოზურგეთში დაიბადა. 1962 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. სხვადასხვა დროს იყო მთავარი მხატვარი რუსთაველის, მარჯანიშვილის სახელობის, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრებში.
მას გაფორმებული აქვს სპექტაკლები რუსთავის დრამატულ თეატრში, მინსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. ასევე ქმნიდა ესკიზებს კინოფილმებისთვის, მუშაობდა წიგნის გრაფიკაზე.
მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს ეროვნულ გალერეაში, სახელმწიფო სამხატვრო მუზეუმში, მოსკოვის თეატრის მუზეუმში, ტრეტიაკოვის გალერეაში, საქართველოს, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიის, აშშ-ის კერძო კოლექციებში.
მამია მალაზონია საქართველოს სახალხო მხატვარია. არის გალაკტიონ ტაბიძის და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიების მფლობელი.