https://sputnik-georgia.com/20220419/---------266099743.html
საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ
საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ
Sputnik საქართველო
მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნა პაპუაშვილმა
2022-04-19T19:42+0400
2022-04-19T19:42+0400
2022-04-19T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
კავკასია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266098320_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_6edb9582ae1975811dbc2c5d291a77c8.jpg
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რეგიონში მშვიდობის დამყარებაში და ორივე ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული როლი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად სამშაბათს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერებს შორის. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა და გაფაროვამ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.შალვა პაპუაშვილის თქმით, ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.„დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ვიზიტისა და თანამშრომლობის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საჰიბა გაფაროვამ მადლობა გადაუხადა კოლეგას მოწვევისა და მიღებისთვის.როგორც გაფაროვამ აღნიშნა, ეს ვიზიტი შემთხვევითი არ არის. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.„ეს ურთიერთობები დადებითად გრძელდება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირები. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე პარლამენტებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.როგორც აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე რეგიონული საკითხები განიხილეს.„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან რეგიონში არსებული რიგი საკითხები და დღეს არსებული მდგომარეობა განვიხილეთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების მიმართულებით საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე ვისაუბრეთ ყოველდღიური ურთიერთობისა და ხშირი ვიზიტების აუცილებლობაზე“, – განაცხადა გაფაროვამ.მისი თქმით, პარლამენტებს შორის ურთიერთობები ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაში ხიდის როლს ასრულებს.„ვისაუბრეთ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. შემდეგი სამმხრივი ფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქალაქ შუშაში გაიმართება“, – აღნიშნა გაფაროვამ.საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,8 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში 39,1%-ით გაიზარდა.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/13/266098320_66:0:1161:821_1920x0_80_0_0_4fe9b15b5a2fa6e9990ae273767e89e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აზერბაიჯანი რეგიონი მშვიდობა სტაბილურობა ხელშეწყობა ვიზიტი საჰიბა გაფაროვა შალვა პაპუაშვილი
საქართველო აზერბაიჯანი რეგიონი მშვიდობა სტაბილურობა ხელშეწყობა ვიზიტი საჰიბა გაფაროვა შალვა პაპუაშვილი
საქართველო და აზერბაიჯანი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე შეთანხმდნენ
19:42 19.04.2022 (განახლებულია: 23:13 19.04.2022) მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება, აღნიშნა პაპუაშვილმა.
თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. საქართველო და აზერბაიჯანი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ რეგიონში მშვიდობის დამყარებაში და ორივე ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული როლი, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანელ კოლეგა საჰიბა გაფაროვასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად სამშაბათს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ორი ქვეყნის პარლამენტების სპიკერებს შორის. შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა და გაფაროვამ პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს ყოველთვის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ რეგიონში მშვიდობის მშენებლობის საქმეში. ვთანხმდებით, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გამოვიყენოთ ეს ისტორიული როლი და ერთობლივად და უფრო მეტი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ხალხების და მთლიანად რეგიონის კეთილდღეობისთვის“, – განუცხადა ჟურნალისტებს შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ქალბატონ გაფაროვას ვიზიტი სიმბოლური და განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.
„დინამიკურად ვითარდება თანამშრომლობა სხვადასხვა სექტორში, მათ შორის, ეკონომიკის, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა სფეროებში. მზად ვართ გავაგრძელოთ ეს პოზიტიური ტენდენცია და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა უფრო გავაღრმავოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს ვიზიტისა და თანამშრომლობის მზადყოფნისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, საჰიბა გაფაროვამ მადლობა გადაუხადა კოლეგას მოწვევისა და მიღებისთვის.
„დღეს მე, როგორც აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე, საქართველოში პირველი ვიზიტით ვიმყოფები. მეგობარ საქართველოში ვიზიტით ძალიან კმაყოფილი ვარ. მადლობას ვუხდი შალვა პაპუაშვილს მოწვევისთვის და ჩემი დელეგაციის ასეთი მიღებისთვის“, – განაცხადა გაფაროვამ.
როგორც გაფაროვამ აღნიშნა, ეს ვიზიტი შემთხვევითი არ არის. აზერბაიჯანი და საქართველო მეგობარი ქვეყნები და სტრატეგიული პარტნიორები არიან.
„ეს ურთიერთობები დადებითად გრძელდება და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს საპარლამენტთაშორისო კავშირები. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე პარლამენტებს შორის ურთიერთობები ძალიან მაღალ დონეზეა“, – განაცხადა საჰიბა გაფაროვამ.
როგორც აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე რეგიონული საკითხები განიხილეს.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან რეგიონში არსებული რიგი საკითხები და დღეს არსებული მდგომარეობა განვიხილეთ. ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარების მიმართულებით საკითხებზე ვიმსჯელეთ, ასევე ვისაუბრეთ ყოველდღიური ურთიერთობისა და ხშირი ვიზიტების აუცილებლობაზე“, – განაცხადა გაფაროვამ.
მისი თქმით, პარლამენტებს შორის ურთიერთობები ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრობაში ხიდის როლს ასრულებს.
„ვისაუბრეთ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების სამმხრივი ფორმატის მუშაობის მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე. შემდეგი სამმხრივი ფორუმი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში და ქალაქ შუშაში გაიმართება“, – აღნიშნა გაფაროვამ.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ნოემბერში დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, წარმოების, ლოგისტიკის და სხვა სფეროებში.
აზერბაიჯანი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულშია. საქონელბრუნვა ქვეყნებს შორის 2022 წლის იანვარი–თებერვალში 49%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 248,8 მლნ დოლარი შეადგინა. ექსპორტი საქართველოდან აზერბაიჯანში 39,1%-ით გაიზარდა.