https://sputnik-georgia.com/20220418/susma-teroristuli-organizaciis-xuti-wevri-gamoavlina-266071822.html
სუსმა შარშან ტერორისტული ორგანიზაციის ხუთი წევრი გამოავლინა
სუსმა შარშან ტერორისტული ორგანიზაციის ხუთი წევრი გამოავლინა
Sputnik საქართველო
უწყება ატარებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსირების ან დახმარების აღსაკვეთად.
2022-04-18T20:03+0400
2022-04-18T20:03+0400
2022-04-18T23:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, შედეგად ხუთი ადამიანი დააკავეს და დააპატიმრეს, ნათქვამია სუსის ანგარიშში.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში პარლამენტს განსახილველად გადაეცა. მისი ერთ-ერთი თავი ეძღვნება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების, ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო გადაბირების საკითხს.უწყების მონაცემებით, კიბერსივრცეში მუდმივად ჩნდებოდა ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის ფაქტები, ამის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, ათობით უცხოელი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.ამასთან, სუსის ინფორმაციით, უწყება ატარებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ან სხვა დახმარების აღსაკვეთად. კერძოდ, მიმდინარეობდა უწყვეტი დაკვირვება სხვადასხვა ოპერაციებსა და გარიგებებზე, რომლებიც სავარაუდო ტერორიზმთან კავშირში იყვნენ შემჩნეული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სუსი ტერორიზმი ორგანიზაცია ხუთი წევრი პატიმრობა
სუსი ტერორიზმი ორგანიზაცია ხუთი წევრი პატიმრობა
სუსმა შარშან ტერორისტული ორგანიზაციის ხუთი წევრი გამოავლინა
20:03 18.04.2022 (განახლებულია: 23:04 18.04.2022) უწყება ატარებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ან სხვა დახმარების აღსაკვეთად.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. 2021 წელს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დაიწყო, შედეგად ხუთი ადამიანი დააკავეს და დააპატიმრეს, ნათქვამია სუსის ანგარიშში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებული ანგარიში პარლამენტს განსახილველად გადაეცა. მისი ერთ-ერთი თავი ეძღვნება ქვეყნის ტერიტორიაზე ტერორისტული ორგანიზაციების, ან მათთან დაკავშირებული პირების მიერ საქართველოს მოქალაქეების შესაძლო გადაბირების საკითხს.
„გატარებული ღონისძიებების შედეგად დაკავებულ ხუთ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული პირები ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას და ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში ბრძოლას აპირებდნენ. სამსახურის მიერ განხორციელებული დროული რეაგირების შედეგად დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა თავიდან იქნა აცილებული“, – ნათქვამია სუსის ანგარიშში.
უწყების მონაცემებით, კიბერსივრცეში მუდმივად ჩნდებოდა ტერორისტული იდეოლოგიის პროპაგანდის ფაქტები, ამის საწინააღმდეგოდ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები. კერძოდ, ათობით უცხოელი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია.
ამასთან, სუსის ინფორმაციით, უწყება ატარებდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების დაფინანსების ან სხვა დახმარების აღსაკვეთად. კერძოდ, მიმდინარეობდა უწყვეტი დაკვირვება სხვადასხვა ოპერაციებსა და გარიგებებზე, რომლებიც სავარაუდო ტერორიზმთან კავშირში იყვნენ შემჩნეული.