სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე გაიზრდება

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
მთავრობის ინიციატივა სოციალურად დაუცველი ოჯახების 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან 150 ლარი გახდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ამჟამად სოციალურად დაუცველი ბავშვების ყოველთვიური დახმარება 100 ლარს შეადგენს.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება.

„ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენი გუნდის მთავარი მოვალეობაა და ამ მიმართულებით მრავალი ნაბიჯი გადავდგით. ერთი წლის წინ სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ, 50 ლარი იყო და 100 ლარი გახდა. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული დახმარება 150 ლარი გახდეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტი 341 მლნ ლარი იქნება.
ნებისმიერმა ოჯახმა, რომელიც სოციალურად დაუცველად მიიჩნევს თავს, უნდა მიმართოს საციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლობას საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, და შეავსოს სპეციალური განაცხადი. ამის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში სოციალური მუშაკი ვალდებულია მივიდეს მითითებულ მისამართზე, შეაფასოს ოჯახის მდგომარეობა და შეავსოს დეკლარაცია.
ყველა ახალი ამბავი
0