რა შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებისგან წლის პირველ სამ თვეში

© Sputnik / Alexander Imedashviliდამსვენებლები შავ ზღვაზე
დამსვენებლები შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
კორონავირუსის პანდემიამ ტურიზმის სფერო საქართველოში ყველაზე მეტად დააზარალა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან სამ თვეში 394 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„იანვარი–მარტის თვეებში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 393.708.363 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68,1%-ით აღდგენას ნიშნავს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
2021 წლის იანვარი–მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 340.157.176 (+635,2%) აშშ დოლარით.
იანვარი: 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 114.022.899 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 69,3%-ით აღდგენაა. 2022 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსული შემოსავლები გაზრდილია 1.007%-ით, ანუ 103.663.879 აშშ დოლარით.
თებერვალი: 2022 წლის თებერვალში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 105.218.484 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 62,2%-ით აღდგენაა. 2021 წლის თებერვალთან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 91.568.460 (+670,8%) აშშ დოლარით გაიზარდა.
მარტი: 2022 წლის მარტის თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 174.466.980 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 71,3%-ით აღდგენაა. 2021 წლის მარტის თვესთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 144.924.836 (+490,6%) აშშ დოლარით.
ტურიზმის სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა კორონავირუსის პანდემიის შედეგად. საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის.
მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
ყველა ახალი ამბავი
0