https://sputnik-georgia.com/20220418/saqartveloshi-koronavirusis-meotxe-doza-aucilebeli-gaxdeba-266066881.html
გახდება თუ არა აუცილებელი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზა?
გახდება თუ არა აუცილებელი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზა?
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 3 მლნ-მდე აცრა. 18.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-18T18:35+0400
2022-04-18T18:35+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832911_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_65503fb4cd521f32dd29baff2fd7fda5.jpg
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოსგან არ მიუღია რეკომენდაცია კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს იმუზაციის საბჭო გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საკითხი განიხილოს.ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 2.872.820 აცრაა ჩატარებული, აქედან სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 1.261.067 ადამიანი, „ბუსტერ-დოზა“ ჩატარებული აქვს 244.431 პირს.საქართველოში 6 აპრილს პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია განახლდა. 5 აპრილს ქვეყანამ აღნიშნული პრეპარატის ახალი პარტია - 250 ათასი დოზა მიიღო.ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასევე ჩინური Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების დაახლოებით 600 ათასი დოზა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივლისამდე აქვთ.2021 წელს საქართველომ სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 მლნ ვაქცინის მობილიზება შეძლო, მათგან 2 მლნ დოზაზე მეტი Pfizer-ი იყო. 1 მლნ დოზა სახელმწიფომ შეისყიდა, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებიდან კიდევ ორი დონაცია განხორციელდა.მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები თვლიან, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-თი დაიწყო. 30 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer, 4 მარტიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.2021 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. მანამდე აცრის გაკეთება ნებადართული იყო 16 წლის ზემოთ პირთათვის. მოზარდებში ვაქცინაციისთვის მხოლოდ Pfizer-ი არის დაშვებული.
https://sputnik-georgia.com/20220418/epidvitareba-saqartvelos-regionebshi-266053246.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/05/261832911_24:0:1161:853_1920x0_80_0_0_5f06a0cc177a5d22cf8f34b64eb9cea1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
გახდება თუ არა აუცილებელი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მეოთხე დოზა?
18:35 18.04.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია კორონავირუსის საწინააღმდეგო 3 მლნ-მდე აცრა.
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს იმუნიზაციის საბჭოსგან არ მიუღია რეკომენდაცია კორონავირუსის ვაქცინის მეოთხე დოზასთან დაკავშირებით, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს იმუზაციის საბჭო გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის შემოღების საკითხი განიხილოს.
„იმუნიზაციის საბჭო მუდმივ რეჟიმში იხილავს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებს ამა თუ იმ ვირუსისა და შტამის მიმდინარეობის შესახებ. თუ საბჭო რეკომენდაციას გასცემს, მაშინ ჩვენ სამინისტროს დონეზე გავივლით საკითხს და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჯერჯერობით ასეთი რეკომენდაცია არ მოსულა“, – განაცხადა აზარაშვილმა ბრიფინგზე.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 2.872.820 აცრაა ჩატარებული, აქედან სრულად (ორი დოზით) ვაქცინირებულია 1.261.067 ადამიანი, „ბუსტერ-დოზა“ ჩატარებული აქვს 244.431 პირს.
საქართველოში 6 აპრილს პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაცია განახლდა. 5 აპრილს ქვეყანამ აღნიშნული პრეპარატის ახალი პარტია - 250 ათასი დოზა მიიღო.
ამჟამად ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასევე ჩინური Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინების დაახლოებით 600 ათასი დოზა, რომელთაც ვადა 2023 წლის ივლისამდე აქვთ.
2021 წელს საქართველომ სულ კორონავირუსის საწინააღმდეგო 5 მლნ ვაქცინის მობილიზება შეძლო, მათგან 2 მლნ დოზაზე მეტი Pfizer-ი იყო. 1 მლნ დოზა სახელმწიფომ შეისყიდა, ნახევარი მილიონი აშშ-ის მთავრობისგან საჩუქრად მიიღო, რის შემდეგაც ევროკავშირის ქვეყნებიდან კიდევ ორი დონაცია განხორციელდა.
მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი კლებისა, სპეციალისტები თვლიან, რომ ქვეყანაში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
საქართველოში მოსახლეობის ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს ინგლისურ-შვედური ფარმაცევტული კომპანია AstraZeneca-თი დაიწყო. 30 მარტიდან ხელმისაწვდომი გახდა ამერიკული ვაქცინა Pfizer, 4 მარტიდან ჩინური Sinopharm-ი, ხოლო 24 მაისიდან ჩინური Sinovac-ი.
2021 წლის 11 ოქტომბრიდან საქართველოში ქრონიკული დაავადებების მქონე 12-დან 15 წლამდე მოზარდების ვაქცინაცია დაიწყო. მანამდე აცრის გაკეთება ნებადართული იყო 16 წლის ზემოთ პირთათვის. მოზარდებში ვაქცინაციისთვის მხოლოდ Pfizer-ი არის დაშვებული.