https://sputnik-georgia.com/20220418/saqartvelos-samedicino-holdings-axali-xelmzrvaneli-hyavs-266073003.html
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
Sputnik საქართველო
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს
2022-04-18T20:51+0400
2022-04-18T20:51+0400
2022-04-18T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_0:154:3093:1893_1920x0_80_0_0_e5d9e5c28ec7b56dbf673cc1306cbfb0.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად დევნილთა, ეკომიგრანტთა და შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.მანამდე სირბილაძე მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.მათ შორისაა: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური საავადმყოფო), ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პროფილაქტიკის ცენტრი, ასევე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფის მიზნით 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ (Georgian Medical Holding) ინიცირება მოახდინა. მისი მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.ჰოლდინგის მუშაობის წყალობით პანდემიის დროს ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. ჰოლდინგი წარმატებით მართავდა 130-ზე მეტ საკარანტინო ზონას და კოვიდ–სასტუმროს მთელი ქვეყნის მასშტაბით.ჰოლდინგი 2021 წლის მარტიდან იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობს. ამოქმედდა იმუნიზაციის მობილური ცენტრები, დაკომპლექტდა მობილური ბრიგადები. ამჟამად ჰოლდინგის ამცრელ პუნქტებში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრაა ჩატარებული, რაც საერთო რაოდენობის 25%-ია.Georgian Medical Holding-მა კიდევ ერთი ფუნქცია იტვირთა: ის მართავს ცენტრალურ ონლაინ–კლინიკას კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გამოსავლენად, პაციენტების სწორ მიმართვას სპეციალისტებთან, მკურნალობას სახლის პირობებში და COVID-19-ის შემთხვევების თვალის მიდევნების პროცესის მონიტორინგს.2022 წელს ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა. ამასთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც ობიექტების აღდგენასა და რემონტს დააფინანსებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/08/249653195_180:0:2911:2048_1920x0_80_0_0_1caba6d72db5a55ef84e21bb91d6893e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სამედიცინო ჰოლდინგი ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე
საქართველო სამედიცინო ჰოლდინგი ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
20:51 18.04.2022 (განახლებულია: 23:13 18.04.2022) საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელად დევნილთა, ეკომიგრანტთა და შემოსავლის წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი დირექტორი ჯაბა სირბილაძე დაინიშნა.
მანამდე სირბილაძე მუნიციპალური განვითარების ფონდში მუშაობდა.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი აერთიანებს კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებს, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს.
მათ შორისაა: პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი (ონკოლოგიური საავადმყოფო), ტუბერკულოზის ეროვნული ცენტრი, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პროფილაქტიკის ცენტრი, ასევე ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო.
სახელმწიფო კლინიკების მართვის სრულყოფის მიზნით 2020 წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ „საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის“ (Georgian Medical Holding) ინიცირება მოახდინა. მისი მიზანია ჯანსაღი კონკურენციის უზრუნველყოფა სახელმწიფო კლინიკებსა და კერძო სექტორს შორის.
ჰოლდინგის მუშაობის წყალობით პანდემიის დროს ყველა კლინიკაში საწოლფონდი 65%-ით გაიზარდა. ჰოლდინგი წარმატებით მართავდა 130-ზე მეტ საკარანტინო ზონას და კოვიდ–სასტუმროს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ჰოლდინგი 2021 წლის მარტიდან იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობს. ამოქმედდა იმუნიზაციის მობილური ცენტრები, დაკომპლექტდა მობილური ბრიგადები. ამჟამად ჰოლდინგის ამცრელ პუნქტებში დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრაა ჩატარებული, რაც საერთო რაოდენობის 25%-ია.
Georgian Medical Holding-მა კიდევ ერთი ფუნქცია იტვირთა: ის მართავს ცენტრალურ ონლაინ–კლინიკას კორონავირუსის საეჭვო და დადასტურებული შემთხვევების გამოსავლენად, პაციენტების სწორ მიმართვას სპეციალისტებთან, მკურნალობას სახლის პირობებში და COVID-19-ის შემთხვევების თვალის მიდევნების პროცესის მონიტორინგს.
2022 წელს ჰოლდინგის გეგმებშია მისი მართვის ქვეშ მყოფი ყველა კლინიკის გარემონტება და ტექნიკით აღჭურვა. ამასთან დაკავშირებით დასკვნით ეტაპზეა მოლაპარაკებები ევროპის საინვესტიციო ბანკთან, რომელიც ობიექტების აღდგენასა და რემონტს დააფინანსებს.