https://sputnik-georgia.com/20220418/saqartvelo-akaki-sanizis-saxl-muzeums-aradgenen-266073868.html
საქართველოში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს აღადგენენ
საქართველოში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს აღადგენენ
Sputnik საქართველო
შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამიტომ რესტავრაციის შემდეგ ის პირვანდელ სახეს მიიღებს.
2022-04-18T21:32+0400
2022-04-18T21:32+0400
2022-04-18T23:21+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266053983_46:0:1235:669_1920x0_80_0_0_d96e8c4f5998ce3bbfce851bde63a411.jpg
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს მოამზადებს.შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 29.661 ლარს შეადგენს.საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ეზოს ტერიტორია.შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.აღნიშნულია, რომ ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. დეტალურად დაფიქსირდება, აიზომება და ფოტომასალაზე აისახება ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში.უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1987 წელს გაიხსნა. ამჟამად შენობა დაზიანებულია და სამუზეუმო ნივთები დროებით გატანილია შენობიდან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/12/266053983_194:0:1086:669_1920x0_80_0_0_98fde68323723cf3ef479ef1d0e51a10.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი აღდგენა
საქართველო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი აღდგენა
საქართველოში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმს აღადგენენ
21:32 18.04.2022 (განახლებულია: 23:21 18.04.2022) შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რესტავრაციის შემდეგ ის პირვანდელ სახეს მიიღებს.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს მოამზადებს.
შესაბამისი ტენდერი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა.
რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 29.661 ლარს შეადგენს.
საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ეზოს ტერიტორია.
შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.
აღნიშნულია, რომ ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. დეტალურად დაფიქსირდება, აიზომება და ფოტომასალაზე აისახება ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში.
უდიდესი ქართველი ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1987 წელს გაიხსნა. ამჟამად შენობა დაზიანებულია და სამუზეუმო ნივთები დროებით გატანილია შენობიდან.