რუსულ ბანკებზე ჰაკერული თავდასხმები ძალიან გახშირდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის ცენტრალური ბანკი
რუსეთის ცენტრალური ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. მიმდინარე წელს რუსეთის ბანკებზე ჰაკერული თავდასხმების რაოდენობა ბევრად გაიზარდა, განაცხადა რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბიულინამ.
მიუხედავად ამისა, მისი თქმით, საფინანსო ინსტიტუტებმა გაუძლეს ზეწოლას.

„წელს ბანკებზე ჰაკერული თავდასხმების რაოდენობა 20-ჯერ გაიზარდა. უნდა ითქვას, რომ ზოგადად საფინანსო ინსტიტუტებმა გაუძლეს [შეტევებს] და გადახდის ყველა სერვისს შეუფერხებლად ახორციელებდნენ“, — განაცხადა მან.

უფრო კონკრეტულად, ცენტრობანკის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 12 აპრილამდე რუსეთის ფედერაციის საფინანსო ინსტიტუტებზე DDoS თავდასხმების რაოდენობა, წლის დასაწყისთან შედარებით, 22-ჯერ გაიზარდა.
ყველა ახალი ამბავი
0