https://sputnik-georgia.com/20220417/ukrainis-moqalaqeebs-qartuli-enis-swrafad-seswavlasi-daexmarebian-266042806.html
უკრაინის მოქალაქეებს ქართული ენის სწრაფად შესწავლაში დაეხმარებიან
უკრაინის მოქალაქეებს ქართული ენის სწრაფად შესწავლაში დაეხმარებიან
Sputnik საქართველო
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყველა მსურველს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
2022-04-17T18:26+0400
2022-04-17T18:26+0400
2022-04-17T18:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
უკრაინა
საზოგადოება
განათლება საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_0:254:3072:1982_1920x0_80_0_0_7434047ff13928f52f95cafebb93da94.jpg
თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები ამოქმედდა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.უწყების მხარდაჭერით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყველა მსურველს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს.ქართული ენის შემსწავლელ უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბათუმში მეცადინეობას უკვე შეუდგა. პროგრამის პრეზენტაცია და პირველი გაკვეთილი უკრაინის მოქალაქეებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარეს.უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი ხორციელდება როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური მეთოდით. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6.857-მა პედაგოგმა ისარგებლა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24645/28/246452830_263:280:2621:2048_1920x0_80_0_0_be61876bb704d7857d715c3d498c9d8f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უკრაინა მოქალაქეები ქართული ენა შესწავლა დახმარება
უკრაინა მოქალაქეები ქართული ენა შესწავლა დახმარება
უკრაინის მოქალაქეებს ქართული ენის სწრაფად შესწავლაში დაეხმარებიან
18:26 17.04.2022 (განახლებულია: 18:27 17.04.2022) სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყველა მსურველს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
თბილისი, 17 აპრილი— Sputnik. საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ქართული ენის შესწავლის უფასო კურსები ამოქმედდა, ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
უწყების მხარდაჭერით ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყველა მსურველს სპეციალურად მათზე მორგებულ ქართული ენის სასწავლო პროგრამას სთავაზობს.
„აღნიშნული პროგრამა საქართველოში მყოფ უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, მოკლე დროში შეისწავლონ ქართული ენა, რაც მათ ახალ გარემოსთან ადაპტაციასა და ადგილობრივებთან ინტეგრაციის პროცესში დაეხმარება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქართული ენის შემსწავლელ უკრაინელთა პირველი ჯგუფი ბათუმში მეცადინეობას უკვე შეუდგა. პროგრამის პრეზენტაცია და პირველი გაკვეთილი უკრაინის მოქალაქეებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაატარეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ქართული ენის შესწავლის მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზადაა, მეცადინეობები ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმში განახორციელოს.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.
პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ამ ეტაპზე ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით, 27 სხვადასხვა პროგრამა და მოკლევადიანი კურსი ხორციელდება როგორც დასწრებითი, ისე დისტანციური მეთოდით. დღემდე აღნიშნული პროგრამებით ეროვნული უმცირესობის 23 ათასზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6.857-მა პედაგოგმა ისარგებლა.