მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სროლა პიტსბურგში: დაიღუპა ორი მოზარდი

© REUTERS / GABRIELLE CROCKETTპოლიცია აშშ-ში
პოლიცია აშშ-ში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2022
გამოწერა
შენობაში მოხდა ორმოცდაათამდე გასროლა, კიდევ რამდენიმე გარეთ გაისმა
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. პენსილვანიის შტატის ქალაქ პიტსბურგში (აშშ) სროლის შედეგად ორი მოზარდი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა.
პოლიციის პირველადი გამოძიების თანახმად, მოკლევადიანი იჯარით გაცემულ შენობაში იმართებოდა წვეულება, რომელშიც 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ბევრი მათგანი არასრულწლოვანი იყო. შენობაში მოხდა ორმოცდაათამდე გასროლა, კიდევ რამდენიმე გარეთ გაისმა. აღნიშნულია, რომ დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიციაში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფები, რის შემდეგაც კვლავ მოხდა გასროლა „და გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ტერიტორიას ფეხით და მანქანებით ტოვებდნენ“.
„საავადმყოფოში ორი დაშავებულის გარდაცვალება დადასტურდა - ორივე მოზარდია... დაღუპულების ჩათვლით, სულ მცირე 11 ადამიანს აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები“, - ნათქვამია პოლიციის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
წყარო - City of Pittsburgh
ყველა ახალი ამბავი
0