საქართველოში მართლმადიდებლები ბზობას აღნიშნავენ - ვიდეო

გამოწერა
17 აპრილს საქართველოში მორწმუნეები მართლმადიდებლური ეკლესიის თორმეტი მთავარი დღესასწაულიდან ერთ-ერთს, ბზობას აღნიშნავენ. როგორ ტარდება დღესასწაული, იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეოში
დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოში უძველესი დროიდან „ბზობას“ ეძახიან, ქვეყნის ყველა ტაძარში საზეიმო წირვა ტარდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს სადღესასწაულო წირვას.
ბზობას საეკლესიო კალენდარში კონკრეტული თარიღი არ აქვს — იგი აღდგომის დღესასწაულთანაა მიბმულია. ბზობის კვირა აღდგომის წინა კვირას აღინიშნება და 2022 წელს 24 აპრილზე მოდის.
ბზობის დღესასწაული ქრისტიანული კულტის მსახურებაში IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი. იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი — პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ.
ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგ დეტალს: მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.
ყველა ახალი ამბავი
0