https://sputnik-georgia.com/20220417/saqartvelos-centralur-avtomagistralze-sezrudva-dawesda-266045763.html
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა დაწესდა
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა დაწესდა
Sputnik საქართველო
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისიდან ბათუმამდე მიმავალი საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო აიკრძალება.
2022-04-17T22:23+0400
2022-04-17T22:23+0400
2022-04-17T22:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102630_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1f590d7bfde4ff2ccf8bdb883d9978e2.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 18-19 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.ეს შეზღუდვა 03:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში განმავლობაში მოძრაობა თავისუფალია.საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალი, რომელიც ახორციელებს რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, იმ დროს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარ დაძაბულ კოჭებს დაამონტაჟებს.საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.წყარო - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1e/249102630_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_7356f4e9b4033523f2e74a8867e36734.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო აღმოსავლეთი-დასავლეთი ავტომაგისტრალი შეზღუდვა
საქართველო აღმოსავლეთი-დასავლეთი ავტომაგისტრალი შეზღუდვა
საქართველოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე შეზღუდვა დაწესდა
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თბილისიდან ბათუმამდე მიმავალი საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო აიკრძალება.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე 18-19 აპრილს ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველ საათში 10-15 წუთის ინტერვალით შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებგვერდზე.
ეს შეზღუდვა 03:00 საათიდან 06:00 საათამდე იმოქმედებს. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში განმავლობაში მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშენებლო სამუშაოების გამო თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155-ე კილომეტრზე (ხევი-უბის მონაკვეთზე) აიკრძალება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალი, რომელიც ახორციელებს რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობას, იმ დროს ხიდზე რკინა-ბეტონის წინასწარ დაძაბულ კოჭებს დაამონტაჟებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ხევი–უბისა რიკოთი–ზესტაფონის საავტომობილო გზის ურთულესი მონაკვეთია, რომლის სიგრძე 12,2 კილომეტრია. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი გზის, 8,3 კმ საერთო სიგრძის 37 ხიდის და 9,4 კმ საერთო სიგრძის 20 გვირაბის მშენებლობას. გზის მშენებლობა 2024 წელს უნდა დასრულდეს.
რიკოთის უღელტეხილზე მთლიანობაში დაგეგმილია 51,6 კილომეტრი სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 96 ხიდსა და 53 გვირაბს.
აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალი, ანუ ევროპული სატრანზიტო გზა Е-60 სიდიდით მეორე ევროპული სატრანზიტო დერეფანია, რომელიც იწყება ბრესტში (საფრანგეთი) და მთავრდება ირკეშტამში (ყირგიზეთი).
საქართველოში Е-60 ფოთთან ახლოს იწყება და აზერბაიჯანთან საზღვარზე მთავრდება. საქართველოში დერეფნის სიგრძე 392 კილომეტრს შეადგენს.