რუსეთმა ხორბლისა და ზეთის ექსპორტზე საბაჟო გადასახადი გაზარდა

© photo: Sputnik / Egor Eremov / გადასვლა მედიაბანკშიმარცვლეულის მოსავლის აღება
მარცვლეულის მოსავლის აღება - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2022
გამოწერა
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი სუბსიდიის სახით მწარმოებლებს უბრუნდება
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რუსეთმა გაზარდა საექსპორტო ბეგარა ხორბალსა და ზეთზე, მაგრამ შეამცირა ის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე.
2021 წლის 2 ივნისიდან რუსეთმა ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცოცავი ბეგარის მექანიზმი დააწესა.
ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 20 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ტონაზე 110,7 დოლარამდე გაიზრდება (13-19 აპრილს გადასახადი 101,4 დოლარს შეადგენს).
ხორბლისა და მესლინის (ხორბლისა და ჭვავის ნარევი) საექსპორტო გადასახადის განაკვეთი დაანგარიშებულია ინდიკატიური ფასით – ერთ ტონაზე 358,2 აშშ დოლარი, ქერის - 293,6 დოლარი, სიმინდის - 279,5 დოლარი, იუწყება РИА Новости.
საბაჟო ბეგარიდან მიღებული შემოსავალი უბრუნდება სუბსიდიის სახით ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და საფურაჟე ქერის მწარმოებლებს - წარმოებული პროდუქციის მოცულობის მიხედვით.

ზეთის ექსპორტი რუსეთიდან

1 მაისიდან რუსეთიდან ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 372,2 დოლარამდე გაიზრდება (აპრილში გადასახადი 313 დოლარს შეადგენდა, მარტში - 260,1 დოლარს, თებერვალში - 251,4).
განაკვეთი გამოითვლება ერთი ტონა მზესუმზირის ზეთის საორიენტაციო ფასის მიხედვით, რომელიც 1. 531,8 აშშ დოლარს შეადგენს (ერთ თვეში საბაზრო ფასების საშუალო არითმეტიკული, შემცირებული 50 დოლარით ტონაზე).
რუსეთში 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი მოქმედებს. მისი მოცულობა შეადგენს ინდიკატიურ და საბაზისო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს, ერთი ტონა ზეთის საბაზისო ფასი 1000 დოლარად არის განსაზღვრული. ფასებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკონტროლებს.
გარდა ამისა, მარტის ბოლოს რუსეთის მთავრობამ 1 აპრილიდან 31 აგვისტომდე პერიოდში მზესუმზირის და რაფსის ზეთის ექსპორტი აკრძალა. გარდა ამისა, 15 აპრილიდან 31 აგვისტომდე ზეთისა და შროტის (კოპტონის - რედ.) ექსპორტზე კვოტები დაწესდა. ზეთზე დაწესდა ლიმიტი 1,5 მლნ ტონის მოცულობით, კოპტონზე - 700 ათასი ტონა.

საბაჟო გადასახადი ნავთობზე შემცირდა

1 მაისიდან რუსეთიდან ნავთობის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 11,6 დოლარით შემცირდება და 49,6 დოლარს შეადგენს.
15 მარტიდან 14 აპრილამდე Urals-ის მარკის ნავთობის ერთი ბარელის საშუალო ფასმა 79,81 დოლარი შეადგინა (წინა თვესთან შედარებით 16,5%-იანი კლება).
ამჟამად ნავთობზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 61,2 დოლარს შეადგენს.
გადასახადი თეთრ ნავთობპროდუქტებსა და ზეთებზე ტონაზე 18,3 დოლარიდან 14,8 დოლარამდე შემცირდება, შავ ნავთობპროდუქტებზე - 61,2 დოლარიდან 49,6 დოლარამდე. სასაქონლო ბენზინის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 18,3 დოლარიდან 14,8 დოლარამდე შემცირდება, ხოლო მძიმე ბენზინის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე 33,6 დოლარიდან 27,2 დოლარამდე შემცირდება.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც საბაჟო რეგულირების სფეროში სამართლებრივი აქტების მეტად ოპერატიული ამოქმედების შესაძლებლობას იძლევა. აქამდე მსგავსი აქტები ძალაში შედიოდა ოფიციალური გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ.
წყარო - РИА Новости.
ყველა ახალი ამბავი
0