https://sputnik-georgia.com/20220417/ragbi-savi-lomi-evropis-supertassia-266045993.html
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალშია
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალშია
Sputnik საქართველო
რაგბის ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი" 9 მაისს პორტუგალიის „ლუსიტანოსთან" ითამაშებს.
2022-04-17T22:33+0400
2022-04-17T22:33+0400
2022-04-18T13:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261624614_0:0:1917:1078_1920x0_80_0_0_21470e789fbc5bc7e34520b4d667c75f.jpg
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. რაგბის ქართული გუნდი „შავი ლომი" ძალიან ახლოს არის „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მოგებასთან.ტურნირის ნახევარფინალში თბილისურმა გუნდმა ესპანელ „იბერიელებს" უმასპინძლა და ანგარიშით 43:40 გაიმარჯვა.„შავი ლომიც“ და „იბერიელებიც“ თავიანთი ქვეყნის ფრენჩაიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი. ესპანელებმა ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ქართველები „ავჭალის" სტადიონზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრებიც გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.გადამწყვეტი გახდა 75-ე წუთი, როდესაც ხმალაძემ ბურთი კარგად გადაკიდა ფეხით, თოდუამ შეტევა განაგრძო, ლომიძემ კი ლელოთი ათქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 43:33. ამის შემდეგ ესპანელებმა ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, მაგრამ ფინალში გასვლას ეს აღარ ეყო.ფინალში თბილისური გუნდი დაუპირისპირდება პორტუგალიურ „ლუსიტანოსს" (Lusitanos), რომელმაც 1/2 ფინალში თელ-ავივის „ჰიტს" 42:26 მოუგო.შეხვედრა 9 მაისს ლისაბონში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1e/261624614_216:0:1917:1276_1920x0_80_0_0_d331586ab65b226f40e095860e73cda3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რაგბი „შავი ლომი“ ევროპა სუპერთასი
რაგბი „შავი ლომი“ ევროპა სუპერთასი
რაგბი: „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალშია
22:33 17.04.2022 (განახლებულია: 13:51 18.04.2022) „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში „შავი ლომი" 9 მაისს პორტუგალიის „ლუსიტანოსთან" ითამაშებს.
თბილისი, 17 აპრილი – Sputnik. რაგბის ქართული გუნდი „შავი ლომი" ძალიან ახლოს არის „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მოგებასთან.
ტურნირის ნახევარფინალში თბილისურმა გუნდმა ესპანელ „იბერიელებს" უმასპინძლა და ანგარიშით 43:40 გაიმარჯვა.
„შავი ლომიც“ და „იბერიელებიც“ თავიანთი ქვეყნის ფრენჩაიზია, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში შიდა ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი. ესპანელებმა ჯგუფურ ეტაპზეც დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდი ჰყავთ. ქართველები „ავჭალის" სტადიონზე თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრებიც გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ.
გადამწყვეტი გახდა 75-ე წუთი, როდესაც ხმალაძემ ბურთი კარგად გადაკიდა ფეხით, თოდუამ შეტევა განაგრძო, ლომიძემ კი ლელოთი ათქულიანი სხვაობა დააფიქსირა - 43:33. ამის შემდეგ ესპანელებმა ლელოს გატანა მაინც მოახერხეს, მაგრამ ფინალში გასვლას ეს აღარ ეყო.
ფინალში თბილისური გუნდი დაუპირისპირდება პორტუგალიურ „ლუსიტანოსს" (Lusitanos), რომელმაც 1/2 ფინალში თელ-ავივის „ჰიტს" 42:26 მოუგო.
შეხვედრა 9 მაისს ლისაბონში გაიმართება.