დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 აპრილი

CC BY-SA 2.0 / Flickr/ Torquay Palms / Summer in Torquayაყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა
აყვავებული ტრახიკარპუს ფორჩუნა - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 აპრილია, კვირა. კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მზე მფარველობს.
დღე შეგიძლიათ ფინანსური საკითხების გადაჭრით დაიწყოთ. არის შანსი მომგებიანი გარიგებების დადების, შემოსავლების გაზრდის. დღის მეორე ნახევარი წარმატებებს გპირდებათ სიყვარულში. ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, შეძლებს ურთიერთობების გამტკიცებას, ვინც სიყვარულს ელოდება, მას ვარსკვლავები უჩვეულო რომანტიკულ ნაცნობობას ჰპირდებიან.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 აპრილი>>
ვერძი: დილით დამოუკიდებლად მოქმედება აჯობებს. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი. თავს საქმეებს მარტოც შესანიშნავად გაართმევთ. დღის მეორე ნახევარი სიურპრიზებს გპირდებათ. უარის თქმა მოგიწევთ გეგმაზე, საჭირო გახდება იმპროვიზრება. ეს ძალიან მოგეწონებათ, ნამდვილად არ მოიწყენთ.
მამაკაცი ხელში ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2019
ორ(მრავალ)ცოლიანობა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: რაც არ უნდა გააკეთოთ, თანამოაზრეების მხარდაჭერა დაგჭირდებათ. მეგობრებთან ურთიერთობები დიდ სიამოვნებას მოგიტანთ. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, არ ჩაებათ ფულთან დაკავშირებულ სარისკო საქმეებში. შეამოწმეთ ყველა წინადადება, რომელსაც შემოგთავაზებენ.
ტყუპი: დროა მიუბრუნდეთ საქმეს, რომელიც ადრე ვერ დაასრულეთ ან გადადეთ. დღეს ყველაფერი გამოგივათ, უბრალოდ, საჭიროა უკან არ დაიხიოთ. შუადღისას კარგი იქნება გარემოს გამოცვლა. საღამოს კი მოერიდეთ მნიშვნელოვან საუბრებს – რთული იქნება გარშემომყოფებთან საერთო ენის გამონახვა.
კირჩხიბი: არ ინერვიულოთ, თუ დღის პირველ ნახევარში რამე სირთულეებს გადააწყდით. სერიოზული პრობლემები არ შეიქმნება. საღამოს მოახლოებასთან ერთად გარშემომყოფებთან კონტაქტი უფრო და უფრო ადვილი გახდება. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ვარსკვლავური სისტემა ეტა–კილია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2018
როგორ ქმარზე ოცნებობენ ქალები – ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: ეცადეთ, დილით არ ინერვიულოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ეს დრო ურთიერთობებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გადადეთ სერიოზული საუბრები. დღის მეორე ნახევარში უკეთესობისკენ ცვლილებები გელოდებათ, გაუმჯობესდება განწყობა. მოსალოდნელია სასიამოვნო მოვლენები.
ქალწული: დღის დასაწყისი მსუბუქ საქმეებს, მიმდინარე საკითხებს დაუთმეთ. ყველაფერს შესანიშნავად გაართმევთ თავს. მოგვიანებით რთული პერიოდი დადგება, თუმცა სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის. ფინანსურ საკითხებში იფრთხილეთ, არ ასასურველია რამის ყიდვა.
სასწორი: ეცადეთ, ნეგატიური ემოციები აკონტროლოთ დღის პირველ ნახევარში. დილით გაჩენილი სირთულეები არც ისე სერიოზულია, როგორც გეჩვენებათ. დღის მეორე ნახევარში შესანიშნავი სიახლეები გელოდებათ, შესაძლოა, ეს ფინანსურ საკითხებს ეხებოდეს. საღამო კარგი დროა შეხვედრებისთვის.
ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2018
დაცული ხართ თუ არა მაგიური ზეგავლენისგან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მორიელი: დილითვე იგრძნობთ, რომ მზად ხართ, დიდ საქმეებს შეეჭიდოთ. დროს ნუ დაკარგავთ. დამხმარეებიც გამოჩნდებიან. მოსალოდნელია, რომ დაძაბული ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვალოს. დღის მეორე ნახევარში არ გადაიღალოთ. დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ. თავს უკეთ იგრძნობთ.
მშვილდოსანი: ბევრ ახალსა და საინტერესოს მოიფიქრებთ, მაგრამ ყველა იდეას მალე ვერ განახორციელებთ. დაიწყეთ ყველაზე მარტივით. პირველი წარმატება თავდაჯერებულობას შეგმატებთ. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ფინანსურ საკითხებს. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
თხის რქა: არ გადაიღალოთ და არ იჩქაროთ. არცთუ შესაფერისი დღეა მტკიცე მოქმედებებისთვის. დილით არაფერი გააკეთოთ ემოციებზე აყოლით. მოგვიანებით მშვიდი დრო დადგება. საღამოს სასიამოვნოდ ჩაივლის. კარგი დროა ყველაზე ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებისთვის.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2019
ზოდიაქოს ყველაზე ოხუნჯი ნიშნები - ტოპ-ოთხეული
მერწყული: არ იჩქაროთ. როგორც არ უნდა გინდოდეთ, რომ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდეთ, დიდი ალბათობით, ეს არ გამოგივათ. დღე კარგად ნაცნობი საქმეებით დაიწყეთ. კარგ შედეგებს მიიღებთ და ეს განწყობას აგიმაღლებთ. საღამო შესანიშნავი დროა ნებისმიერი სახის ურთიერთობებისთვის.
თევზები: დილა შესანიშნავი დროა იმ ადამიანებთან საუბრებისთვის, ვისი აზრით თქვენთვის მნიშვნელოვანია. არაა გამორიცხული კარგი სიახლეების გაგება, სასიამოვნო მოვლენა ოჯახში. სიურპრიზები ელოდებათ შეყვარებულ თევზებს. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ახალ საქმეს შეუდგეთ. კარგი დროა ნაცნობობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0