https://sputnik-georgia.com/20220417/axali-iniciativa-saqartvelosi-fasizmze-gamarjvebis-dre-8-maiss-arinisnos-266041899.html
ოპოზიციონერების ახალი ინიციატივა: საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს
ოპოზიციონერების ახალი ინიციატივა: საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს
Sputnik საქართველო
დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ევროპულ ტრადიციას ასახელებენ.
2022-04-17T17:13+0400
2022-04-17T17:13+0400
2022-04-17T17:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251679816_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_f74fae5adafbf40c3a0585ed047d45e4.jpg
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.ინიციატივის ავტორები არიან თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძიე და პაატა მანჯგალაძე.ოპოზიციონერები 8 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც ითხოვენ.„პირველი არხის“ ინფორმაციით, დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ევროპულ ტრადიციას ასახელებენ.„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება“, – განმარტავენ კანონმდებლები.დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე 18 აპრილს წარადგენენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251679816_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_ba5776f67122c341a58d19228a23435f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ოპოზიციონერები ინიციატივა საქართველო ფაშიზმი გამარჯვება დღე 8 მაისი
ოპოზიციონერები ინიციატივა საქართველო ფაშიზმი გამარჯვება დღე 8 მაისი
ოპოზიციონერების ახალი ინიციატივა: საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნოს
17:13 17.04.2022 (განახლებულია: 17:15 17.04.2022) დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ევროპულ ტრადიციას ასახელებენ.
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.
ინიციატივის ავტორები არიან თეონა აქუბარდია, არმაზ ახვლედიანი, ხათუნა სამნიძე, გიორგი ვაშაძე, ტარიელ ნაკაიძიე და პაატა მანჯგალაძე.
ოპოზიციონერები 8 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასაც ითხოვენ.
„პირველი არხის“ ინფორმაციით, დეპუტატები თარიღის შეცვლის მიზეზად ფაშიზმზე გამარჯვების 8 მაისს აღნიშვნის ევროპულ ტრადიციას ასახელებენ.
„საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, რუსეთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნები, მათ შორის საქართველო, სსრკ-ს დაშლის შემდეგაც გამარჯვების დღეს 9 მაისს აღნიშნავენ. გამონაკლისია მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები და უკრაინა, სადაც, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ისა და ევროპის (საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ.) მსგავსად, ეს თარიღი 8 მაისს აღინიშნება“, – განმარტავენ კანონმდებლები.
დეპუტატები საკანონმდებლო ინიციატივას საპარლამენტო ბიუროს სხდომაზე 18 აპრილს წარადგენენ.