https://sputnik-georgia.com/20220417/ardgomidan-aamarlebamde-saqartvelos-qalaqebsi-saertasoriso-festivali-gaimarteba-266039346.html
„აღდგომიდან ამაღლებამდე“: საქართველოს ქალაქებში საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
„აღდგომიდან ამაღლებამდე“: საქართველოს ქალაქებში საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
Sputnik საქართველო
ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი
2022-04-17T15:07+0400
2022-04-17T15:07+0400
2022-04-17T15:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22995/98/229959850_0:63:1201:738_1920x0_80_0_0_c620adf01aa1335abb838229210dffd8.jpg
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რიგით მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2 მაისიდან 4 ივნისამდე საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.ფესტივალი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქუთაისის დღესასწაული „გვირილობა 2022“-ის აღსანიშნავად 2 მაისს გალაკონცერტით გაიხსნება. კონცერტზე წარდგებიან ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, მევიოლინე ლელა მჭედლიძე, ვოკალისტი ელეონორა გოგოლაშვილი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი.10 მაისს ფესტივალი გადაინაცვლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში, სადაც გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება. კონცერტზე წარდგებიან წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, საქართველოს საგუნდო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვ.20 მაისს ფესტივალი იწვევს სტუმრებს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე წარდგება სიმებიანი ტრიო საფრანგეთიდან - თეონა ხარაძე (ვიოლინო), არჩილ ხარაძე (ალტი) და ილია დუშომა ხარაძე (ჩელო), ასევე პიანისტი სალომე მოდებაძე.ეს კონცერტი ასევე 22 მაისს გაიმართება - თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.ფესტივალს უმასპინძლებს ბათუმიც - 30 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება, სადაც ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი და ლელა მჭედლიძე წარდგებიან.ფესტივალი დასრულდება საზეიმო კონცერტით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შესრულდება პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის პატიოსნება“.საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდთან „ტრადიციები და ინოვაციები" ერთად.ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მხატვრული მრჩეველი - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია აშშ-დან.პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22995/98/229959850_66:0:1133:800_1920x0_80_0_0_24a4c0c773bec1c218a80827b137df83.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
„აღდგომიდან ამაღლებამდე“: საქართველო ქალაქები საერთაშორისო ფესტივალი
„აღდგომიდან ამაღლებამდე“: საქართველო ქალაქები საერთაშორისო ფესტივალი
„აღდგომიდან ამაღლებამდე“: საქართველოს ქალაქებში საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება
ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური მუსიკისადმი
თბილისი, 17 აპრილი– Sputnik. რიგით მე-16 საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე“ 2 მაისიდან 4 ივნისამდე საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფესტივალი ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ქუთაისის დღესასწაული „გვირილობა 2022“-ის აღსანიშნავად 2 მაისს გალაკონცერტით გაიხსნება. კონცერტზე წარდგებიან ქუთაისის ოპერის თეატრის ორკესტრი, მევიოლინე ლელა მჭედლიძე, ვოკალისტი ელეონორა გოგოლაშვილი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელთან არსებული კამერული გუნდი.
10 მაისს ფესტივალი გადაინაცვლებს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორიაში, სადაც გამოჩენილი ქართველი დირიჟორის, საქართველოს სახალხო არტისტის, შალვა მოსიძის პატივსაცემად კონცერტი გაიმართება. კონცერტზე წარდგებიან წმინდა სამების ტაძრის საპატრიარქოს გუნდი, საქართველოს საგუნდო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სხვ.
20 მაისს ფესტივალი იწვევს სტუმრებს თელავის ვაჟა ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში, სადაც კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. კონცერტზე წარდგება სიმებიანი ტრიო საფრანგეთიდან - თეონა ხარაძე (ვიოლინო), არჩილ ხარაძე (ალტი) და ილია დუშომა ხარაძე (ჩელო), ასევე პიანისტი სალომე მოდებაძე.
ეს კონცერტი ასევე 22 მაისს გაიმართება - თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში.
ფესტივალს უმასპინძლებს ბათუმიც - 30 მაისს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის დრამატულ თეატრში გალა-კონცერტი გაიმართება, სადაც ბათუმის მუსიკალური ცენტრის ორკესტრი და ლელა მჭედლიძე წარდგებიან.
ფესტივალი დასრულდება საზეიმო კონცერტით თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც შესრულდება პიეტრო მასკანის ოპერა „სოფლის პატიოსნება“.
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „აღდგომიდან ამაღლებამდე" 2006 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა დააარსა აკაკი რამიშვილის ფონდთან „ტრადიციები და ინოვაციები" ერთად.
ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია იტალიაში მცხოვრები ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი იანო თამარ ალიბეგაშვილი, ღონისძიების მხატვრული მრჩეველი - პიანისტი ალექსანდრე კორსანტია აშშ-დან.
პროექტი საქართველოს კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ფესტივალის მიზანია ქართველი შემსრულებლების შემოქმედების პოპულარიზება და ახალგაზრდობის ინტერესის ამაღლება კლასიკური და საეკლესიო მუსიკისადმი.