უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

© photo: Sputnik / Ivan Rodionov / გადასვლა მედიაბანკშიბრძოლის ადგილი მარიუპოლთან
ბრძოლის ადგილი მარიუპოლთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2022
გამოწერა
ელჩის ინფორმაციით, ერთი ქართველი მებრძოლი დაიჭრა
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. უკრაინაში კიდევ სამი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, განაცხადა ტელეკომპანია „პირველი ახრის“ ეთერში უკრაინაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზაქარაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან არკადი კასრაძე, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა.
ელჩისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში დაიღუპნენ ისინი.
გარდა ამისა, დადასტურდა ინფორმაცია ერთი დაჭრილის შესახებ.
„დაჭრილია ერთი. რამდენადაც მე ვიცი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
ოთხი დღის წინ ზაქარაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია რვა დაჭრილის შესახებ.
დღემდე უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ იყო ცნობილი შვიდი ქართველი მოხალისის გარდაცვალების შესახებ. ესენი არიან დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, გია ბერიაშვილი, დავით რატიანი, დავით გობეჯიშვილი და ბახვა ჩიქობავა. ეს უკანასკნელი მარიუპოლისთვის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გამო მისი ცხედრის საქართველოში გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება. დანარჩენი მებრძოლები საქართველოში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
უკრაინაში დაღუპული ორი ქართველი მებრძოლი – დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა სამშობლოში გუშინ ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. დავით მენაბდიშვილი და ნიკა შანავა აეროპორტიდან საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.
ყველა ახალი ამბავი
0