საქართველოში მკვლელობისთვის სასჯელის გამკაცრება იგეგმება

© Sputnik / STRINGERპოლიცია შემთხვევის ადგილზე
პოლიცია შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2022
გამოწერა
იზრდება განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თპატიმრობის მინიმალური ვადა
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამზადებს ცვლილებს „სისხლის სამართლის კოდექსში“, რომლებიც მკვლელობაზე სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
მისი თქმით, განზრახ მკვლელობისთვის დაწესებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ვადად, ნაცვლად დღეს მოქმედი 7 წლისა, განისაზღვრება 10 წელი.
ხოლო დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ნებისმიერი სახის განზრახ მკვლელობისთვის განისაზღვრება 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, აღნიშნა ოხანაშვილმა.
დღეისათვის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის ვადა დამოკიდებულია მკვლელობის სახეობაზე და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. ამასთან, ორსული ქალის, ბავშვის ანდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ან ოჯახის წევრის მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 13-დან 17 წლამდე.
ამასთანავე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მკაცრდება სასჯელები ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ზიანის მიყენებისთვის. პროექტის საბოლოო ვერსია მომავალ კვირას გახდება ცნობილი, როდესაც კანონპროექტი ბიუროს რეგისტრაციას გაივლის და კომიტეტები მის განხილვას დაიწყებენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვარ-თებერვალში საქართველოში 10 მკვლელობა დაფიქსირდა, მათგან ოთხი განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი. გარდა ამისა, რეგისტრირებულია ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების 40 ფაქტი.
ყველა ახალი ამბავი
0