https://sputnik-georgia.com/20220416/saeklesio-kalendari-16-aprili-266017394.html
საეკლესიო კალენდარი: 16 აპრილი
საეკლესიო კალენდარი: 16 აპრილი
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აპრილს ღირსი ნიკიტა აღმსარებელის, მოწამე თეოდოსია ქალწულის, ღირსი ილირიკეს; მოწამეთა: ელპიდიფორეს, დიოს, ბითონის და... 16.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-16T09:00+0400
2022-04-16T09:00+0400
2022-04-16T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/16/244801677_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_a7db6453c3b7ea1ebdb81f12facf7fb9.jpg
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.წმიდა ნიკიტა აღმსარებელისაეკლესიო კალენდარში 16 აპრილი წმიდა ნიკიტა აღმსარებლის, მიდიკიის მონასტრის წინამძღვრის (+824) ხსენების დღეა.ნიკიტა აღმსარებელი დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაიცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდან ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე.შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი. ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა. მოწამე თეოდოსია ქალწულისაეკლესიო კალენდრის მიხედვით 16 აპრილი მოწამე თეოდოსია ქალწულის (+307-308)ხსენების დღეა.თეოდოსია ქალწული - მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსის უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსი მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმიდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“ ღირსი ილირიკესაეკლესიო კალენდარში 16 აპრილი ღირსი ილირიკე სასწაულმოქმედის ხსენების დღეა.ღირსი ილირიკე, სასწაულთმოქმედი, მოღვაწეობდა პელიპონესში, მარსიონის მთაზე. ცნობებს მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ჩვენამდე არ მოუღწევია.მოწამენი: ელპიდიფორე, დიო, ბითონიო და გალიკესაეკლესიო კალენდრის მიხედვით 16 აპრილი მოწამეების ელპიდიფორეს, დიოს, ბითონიოს და გალიკეს ხსენების დღეა.ელეპიდიფორე, დიო, ბითონიო, გალიკე მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის. წმიდა ელპიდიფორეს თავი მოჰკვეთეს, წმიდა დიო ქვებით ჩაქოლეს, წმიდა ბითონიო ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა გალიკე კი მხეცებს დააგლეჯინეს.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
https://sputnik-georgia.com/20230415/saeklesio-kalendari-15-aprili-265982188.html
https://sputnik-georgia.com/20220414/saeklesio-kalendari-14-aprili-265954407.html
https://sputnik-georgia.com/20220413/saeklesio-kalendari-13-aprili-265925187.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24480/16/244801677_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f09ba867ab89860ca03e63c3b4ccce39.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 16 აპრილი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 16 აპრილს ღირსი ნიკიტა აღმსარებელის, მოწამე თეოდოსია ქალწულის, ღირსი ილირიკეს; მოწამეთა: ელპიდიფორეს, დიოს, ბითონის და გალიკეს ხსენების დღეს აღნიშნავს.
„Sputnik საქართველო“ მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.
საეკლესიო კალენდარში 16 აპრილი წმიდა ნიკიტა აღმსარებლის, მიდიკიის მონასტრის წინამძღვრის (+824) ხსენების დღეა.
ნიკიტა აღმსარებელი დაიბადა ბითვინიის კესარიაში, ღვთისმოსავ ოჯახში, დედა შობიდან მერვე დღეს გარდაიცვალა, მამა კი ბერად აღიკვეცა. ჩვილს ქრისტიანული სულით ზრდიდა ბებია. წმიდა ნიკიტა ბავშვობიდან ეკლესიაში მსახურობდა და დაყუდებული ბერის სტეფანეს მორჩილი იყო. მისი კურთხევით წავიდა მიდიკიის მონასტერში, სადაც იღუმენი იყო წმიდა ნიკიფორე.
შვიდი წლის შემდეგ ღირს ნიკიტას პრესვიტერად დაასხეს ხელი. უძლურებაში მყოფმა ღირსმა ნიკიფორემ მას მიანდო მონასტრის მოვლა-პატრონობა.
ღირსმა ნიკიტამ თავდაუზოგავად დაიწყო ზრუნვა მონასტრის აყვავებისა და კეთილმოწყობისათვის, პირადი მკაცრი ცხოვრების წესით აძლევდა საძმოს ბერული ცხოვრების მაგალითს. რამდენიმე წლის შემდეგ მოწესეთა რიცხვი მონასტერში ასამდე გაიზარდა.
ღირსი ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ ძმებმა იღუმენად ერთსულოვნად ნიკიტა აირჩიეს.
უფალმა წმიდა ნიკიტა სასწაულთქმედების ნიჭით დააჯილდოვა. მისი ლოცვით მრავალი განიკურნა: ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, გონარეულს გონება დაუბრუნდა, განიკურნა ორი ეშმაკეული ქალი.
ლეონ სომეხის (813-820) დროს განახლდა ხატმბრძოლობის ერესი. მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდნენ და ასახლებდნენ. 815 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა ერეტიკოსთა კრება, რომელმაც ტახტიდან ჩამოაგდო წმიდა პატრიარქი ნიკიფორე (806-815+828), მის ადგილზე კი აირჩია ერეტიკოსი ერისკაცი თეოდოტი. გადასახლებული და დატყვევებული მართლმადიდებელი ეპისკოპოსების ნაცვლად ერეტიკოსები დანიშნეს. იმპერატორმა ყველა მონასტრის იღუმენი მოიწვია და შეეცადა ისინი ერესზე მოექცია. მოწვეულთა შორის იყო ღირსი ნიკიტაც, რომელიც მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. მისი მიბაძვით ყველა იღუმენი წმიდა ხატთა თაყვანისცემის კანონის ერთგული დარჩა. ამისთვის ისინი შეიპყრეს. ღირსი ნიკიტა ვაჟკაცურად ითმენდა განსაცდელს და სხვებსაც ამხნევებდა.
იმპერატორმა და ცრუპატრიარქმა თეოდოტიმ გადაწყვიტეს, ეცდუნებინათ ჭეშმარიტი რწმენის აღმსარებლები: იმპერატორი მათ შეჰპირდა, რომ ყველას თავისუფლებას მიანიჭებდა და წმიდა ხატთა თაყვანისცემის უფლებას მისცემდა იმ პირობით, თუ ცრუპატრიარქ თეოდოტისთან ეზიარებოდნენ. ნიკიტა დიდხანს ჭოჭმანობდა, სხვა ტუსაღები კი ევედრებოდნენ, მიეღო იმპერატორის წინადადება. ღირსი ნიკიტა წავიდა ტაძარში, სადაც სხვების თვალის ასახვევად ხატები იყო დასვენებული და წმიდა ნიკიტაც ეზიარა. როდესაც მონასტერში დაბრუნებულმა წმიდა მამამ ნახა, რომ ქრისტიანთა დევნა არ წყდებოდა, კვლავ ჩავიდა კონსტანტინეპოლში და უშიშრად ამხილა ხატმბრძოლობის ერესი. წმიდა ნიკიტა კვლავ შეიპყრეს და ექვსი წლის მანძილზე, ლეონ სომეხის გარდაცვალებამდე, ციხეში ტანჯავდნენ. ტყვეობაში ყოფნისას მისი მხურვალე ლოცვით სასწაულები აღესრულებოდა. 824 წელს წმიდა ნიკიტამ ღვთივ მიისვენა. მისი ცხედარი პატივით დაკრძალეს მონასტერში. წმიდანის საფლავთან სასწაულები აღესრულებოდა.
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 16 აპრილი მოწამე თეოდოსია ქალწულის (+307-308)ხსენების დღეა.
თეოდოსია ქალწული - მოწამეობრივად აღესრულა 307 წელს. 29 მაისს ზეიმობენ მისი წმიდა ნაწილების გადასვენებას კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი - ვენეციაში.
ერთხელ, ქრისტიანთა დევნის დროს, ჩვიდმეტი წლის თეოდოსია სიკვდილმისჯილ ქრისტიანებთან მივიდა. წმიდა აღდგომის დღესასწაული იდგა, ქრისტიანები ღვთის სასუფეველზე საუბრობდნენ. წმიდა თეოდოსიამ მათ სთხოვა, ელოცათ მისთვის. დარაჯებმა შეიპყრეს გოგონა და მმართველ ურბანს მიჰგვარეს. ურბანმა თეოდოსის უბრძანა, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. მაშინ ჯალათებმა სასტიკად აწამეს ნეტარი ქალწული. მოწამე დუმილით და გაცისკროვნებული სახით ითმენდა ტკივილებს. შემდეგ მას ლოდი შეაბეს ყელზე და ზღვაში გადააგდეს, ანგელოზებმა კი ქრისტეს სასძლო ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს. გაცოფებულმა ჯალათებმა თეოდოსი მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მხეცებმა მხოლოდ წყლულები აულოკეს წმიდანს. ბოლოს ქრისტეს მოწამეს თავი მოჰკვეთეს.
მშობლებს, რომლებიც შვილს ევედრებოდნენ, დამორჩილებოდა წარმართებს, ღამით წმიდა თეოდოსია გამოეცხადა ნათელ სამოსელში, გვირგვინით შემკული, ჯვრით ხელში და უთხრა: „აი, როგორი დიდების წართმევა გინდოდათ ჩემთვის!“
საეკლესიო კალენდარში 16 აპრილი ღირსი ილირიკე სასწაულმოქმედის ხსენების დღეა.
ღირსი ილირიკე, სასწაულთმოქმედი, მოღვაწეობდა პელიპონესში, მარსიონის მთაზე. ცნობებს მისი ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ ჩვენამდე არ მოუღწევია.
მოწამენი: ელპიდიფორე, დიო, ბითონიო და გალიკე
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 16 აპრილი მოწამეების ელპიდიფორეს, დიოს, ბითონიოს და გალიკეს ხსენების დღეა.
ელეპიდიფორე, დიო, ბითონიო, გალიკე მოწამეობრივად აღესრულნენ ქრისტესთვის. წმიდა ელპიდიფორეს თავი მოჰკვეთეს, წმიდა დიო ქვებით ჩაქოლეს, წმიდა ბითონიო ზღვაში დაახრჩვეს, წმიდა გალიკე კი მხეცებს დააგლეჯინეს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.