https://sputnik-georgia.com/20220416/rusetma-ukrainasi-seiararebis-miwodebastan-dakavsirebit-nota-gaugzavna-266033256.html
რუსეთმა უკრაინაში შეიარაღების მიწოდების გამო ყველა ქვეყანას ნოტა გაუგზავნა
რუსეთმა უკრაინაში შეიარაღების მიწოდების გამო ყველა ქვეყანას ნოტა გაუგზავნა
Sputnik საქართველო
აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის, რომელიც მოიცავს არტილერიას, ჯავშანტრანსპორტიორებს და ვერტმფრენებს. 16.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-16T20:38+0400
2022-04-16T20:38+0400
2022-04-16T20:38+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265153194_0:123:3207:1926_1920x0_80_0_0_96b2f1c3980a905d6356b1fb1d7859d3.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. მოსკოვმა ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა.РИА Новости-ს ცნობით, ინფორმაცია ნოტების შესახებ გამოქვეყნდა Washington Post-ში და ზახაროვა ჟურნალისტის კითხვაზე სწორედ ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით უპასუხა.კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ქვეყნებს გაეგზავნათ ნოტები, მარია ზახაროვამ უპასუხა: „ყველაში“.ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფენ. პენტაგონში დააზუსტეს, რომ კიევს გადასცემენ 155 მმ კალიბრიან 18 ჰაუბიცას და 40 ათას საარტილერიო ჭურვს, 300 ერთჯერად დრონს Switchblade, 200 ჯავშანტრანსპორტიორს M113, 100 ჯავშანმანქანას Humvee, 11 ვერტმფრენს Ми-17, ასევე 500 რაკეტას Javelin, 12 რადიოლოკაციურ სადგურს (ოპერატორებს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ), უპილოტო კატარღებს სანაპიროს დასაცავად, 2.000 ოპტიკურ მოწყობილობას, 30 ათას ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს, პლასტიკურ ასაფეთქებლებს С4 და ნაღმებს M18A1.24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.წყარო - РИА Новости
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265153194_237:0:2968:2048_1920x0_80_0_0_7261bf5da1d39331cfa4387fe0f9e4b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, რუსეთი
რუსეთმა უკრაინაში შეიარაღების მიწოდების გამო ყველა ქვეყანას ნოტა გაუგზავნა
აშშ უკრაინას 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის, რომელიც მოიცავს არტილერიას, ჯავშანტრანსპორტიორებს და ვერტმფრენებს.
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. მოსკოვმა ყველა ქვეყანას, მათ შორის შეერთებულ შტატებს გაუგზავნა ნოტები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით, ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ დაადასტურა.
РИА Новости-ს ცნობით, ინფორმაცია ნოტების შესახებ გამოქვეყნდა Washington Post-ში და ზახაროვა ჟურნალისტის კითხვაზე სწორედ ამ პუბლიკაციასთან დაკავშირებით უპასუხა.
„დიახ, გავუგზავნეთ“, - განაცხადა ზახაროვამ.
კითხვაზე, კონკრეტულად, რომელ ქვეყნებს გაეგზავნათ ნოტები, მარია ზახაროვამ უპასუხა: „ყველაში“.
ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ, 800 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოუყოფენ. პენტაგონში დააზუსტეს, რომ კიევს გადასცემენ 155 მმ კალიბრიან 18 ჰაუბიცას და 40 ათას საარტილერიო ჭურვს, 300 ერთჯერად დრონს Switchblade, 200 ჯავშანტრანსპორტიორს M113, 100 ჯავშანმანქანას Humvee, 11 ვერტმფრენს Ми-17, ასევე 500 რაკეტას Javelin, 12 რადიოლოკაციურ სადგურს (ოპერატორებს ამერიკელი ინსტრუქტორები მოამზადებენ), უპილოტო კატარღებს სანაპიროს დასაცავად, 2.000 ოპტიკურ მოწყობილობას, 30 ათას ჯავშანჟილეტსა და ჩაფხუტს, პლასტიკურ ასაფეთქებლებს С4 და ნაღმებს M18A1.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.