https://sputnik-georgia.com/20220416/raribasvili-saqartvelo-xelisufleba-ar-dausvebs-provokaciebs-qveyanasi-266032384.html
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყანაში
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყანაში
Sputnik საქართველო
სახელმწიფო მზად არის დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები, აღნიშნა ღარიბაშვილმა
2022-04-16T19:07+0400
2022-04-16T19:07+0400
2022-04-16T19:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469570_162:162:1156:721_1920x0_80_0_0_5eeb9dcc7bef4defe5465c724d53db9a.jpg
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით და მის სტაბილურობას უზრუნველყოფენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღიად დაადანაშაულა ოპოზიცია ხელისუფლების დასამხობად რევოლუციური სცენარის შემუშავებაში.ამასთან მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები.„ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.ამასთან პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სუსმა ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით აღძრა.„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობით ისჯება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/19/261469570_187:177:913:721_1920x0_80_0_0_f9a1ff60ecd74b8c7defbfa38b1486c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო ხელისუფლება პროვოკაციები ქვეყანა
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო ხელისუფლება პროვოკაციები ქვეყანა
ღარიბაშვილი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყანაში
19:07 16.04.2022 (განახლებულია: 19:09 16.04.2022) სახელმწიფო მზად არის დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები, აღნიშნა ღარიბაშვილმა
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს პროვოკაციებს ქვეყნის შიგნით და მის სტაბილურობას უზრუნველყოფენ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ კვირაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ღიად დაადანაშაულა ოპოზიცია ხელისუფლების დასამხობად რევოლუციური სცენარის შემუშავებაში.
„არაკეთილმოსურნე, მტრულად განწყობილი, პროვოკატორი და ა.შ აღარ გავაგრძელებ, შესაძლოა, იყოს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ ერთი რამ მინდა იცოდეს ყველამ, რომ სახელმწიფო, ჩვენი მთავრობა მოწოდების სიმაღლეზეა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რაიმე პროვოკაცია მოაწყოს ქვეყნის შიგნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ღარიბაშვილმა.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზად არის დაიცვას ქვეყნის მოქალაქეები.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას და მშვიდობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა სისხლის სამართლის საქმეს, რომელიც სუსმა ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით აღძრა.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს კონკრეტული ინფორმაცია და როცა საჭირო იქნება, თუ ჩათვლიან საჭიროდ ამ ინფორმაციის გამჟღავნებას, გეცნობებათ თქვენ და ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობით ისჯება.