https://sputnik-georgia.com/20220416/qartuli-lokokinis-pirveli-partia-italiasi-gaigzavna-266025853.html
ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გაიგზავნა
ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გაიგზავნა
Sputnik საქართველო
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული
2022-04-16T12:16+0400
2022-04-16T12:16+0400
2022-04-16T12:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_0:179:1000:742_1920x0_80_0_0_b7cd748cae5f8699f91b4a39cbd0eb0f.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო - იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა - ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/07/1b/249081554_11:0:1000:742_1920x0_80_0_0_1c6b17e1a216c8bedaa3ad93d3f4ec8e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ლოკოკინა პარტია იტალია ექსპორტი
საქართველო ლოკოკინა პარტია იტალია ექსპორტი
ქართული ლოკოკინის პირველი პარტია იტალიაში გაიგზავნა
12:16 16.04.2022 (განახლებულია: 12:17 16.04.2022) „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინის ექსპორტი დაიწყო - იტალიაში სამ ტონამდე ქართული ლოკოკინის პირველი პარტია გავიდა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
იანვარში საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების და პროდუქტის ხარისხის კონტროლის მიზნით გატარებული ღონისძიებები.
ლოკოკინების წარმოება ფერმერებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი მიმართულებაა - ერთი ჰექტარიდან მიღებული შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში ლოკოკინის წარმოების შექმნისა და განვითარების მიმართულებით 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების 38 სესხია გაცემული, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ 824 ათას ლარზე მეტი შეადგინა.
ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით, საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების მნიშვნელოვანი წილი ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაშვებაზეა ორიენტირებული.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხელი 2014 წელს მოაწერა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ქართული თაფლის (2016 წლიდან), შავი ზღვის ქაფშიის (2017 წლიდან), შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების (2020 წლიდან) და გარკვეული კატეგორიის არასასურსათო დანიშნულების ცხოველური წარმოშობის პროდუქტის (ტყავი, მატყლი) ექსპორტი.