პოლიციამ კახეთსა და სამეგრელოში უკანონო იარაღი ამოიღო: ერთ-ერთი დაკავებული 81 წლისაა

CC BY-SA 2.0 / Teknorat / GP WASR-10 SW1911PD POWERLINE 901ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები
ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2022
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 32 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და ორი მჭიდი.
ასევე, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს 60 წლის მამაკაცი, რომლის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს „ნაგანის“ ტიპის ორი პისტოლეტი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 81 წლის პირი დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 30 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0