https://sputnik-georgia.com/20220416/dawesdeba-tu-ara-kovid-sezrudvebi-saardgomod-amiran-gamyrelize-266030410.html
დაწესდება თუ არა კოვიდ-შეზღუდვები სააღდგომოდ: ამირან გამყრელიძე
დაწესდება თუ არა კოვიდ-შეზღუდვები სააღდგომოდ: ამირან გამყრელიძე
Sputnik საქართველო
ამასთან, მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და არ მოაწყონ დიდი სუფრები
2022-04-16T14:45+0400
2022-04-16T14:45+0400
2023-08-17T18:16+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/29/235632939_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_de297653232f0ad126d09f1879f02217.jpg
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულზე არ აპირებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.შარშან და შარშანწინ თბილისელებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლეს სასაფლაოების მონახულება მიცვალებულთა ხსენების დღეს, რომელიც საქართველოში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს აღინიშნება.მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს.იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200-300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23563/29/235632939_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_7137e5d4beafd5bac8561351bd0ce8cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კოვიდ-შეზღუდვები აღდგომა ამირან გამყრელიძე
კოვიდ-შეზღუდვები აღდგომა ამირან გამყრელიძე
დაწესდება თუ არა კოვიდ-შეზღუდვები სააღდგომოდ: ამირან გამყრელიძე
14:45 16.04.2022 (განახლებულია: 18:16 17.08.2023) ამასთან, მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ და არ მოაწყონ დიდი სუფრები
თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აღდგომის დღესასწაულზე არ აპირებს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას, თუმცა საზოგადოებამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
შარშან და შარშანწინ თბილისელებმა კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ შეძლეს სასაფლაოების მონახულება მიცვალებულთა ხსენების დღეს, რომელიც საქართველოში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს აღინიშნება.
„ვფიქრობ, დამატებითი შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ და გამოვცადეთ. შევეცადოთ უფრო მოკრძალებულები ვიყოთ. რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს, აღდგომა დიდი დღესასწაულია, პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, მაგრამ არა ფართო ნადიმებით და ქეიფებით“, - აღნიშნავს გამყრელიძე.
მისი თქმით, საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ ვირუსი ქვეყანაში მაინც ცირკულირებს.
იანვარი–თებერვლის დასაწყისში საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღას ებრძოდა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 200-300-ს არ აჭარბებს. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო შესუსტდება და სეზონურ გრიპად იქცევა.