https://sputnik-georgia.com/20220415/raze-metyvelebs-mamakacis-terfis-sigrze-266019400.html
რაზე მეტყველებს მამაკაცის ტერფის სიგრძე: მეცნიერული დასკვნა
რაზე მეტყველებს მამაკაცის ტერფის სიგრძე: მეცნიერული დასკვნა
Sputnik საქართველო
შვედმა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს დაედგინათ, რა კავშირშია მამაკაცის ფეხის ზომა... სიცოცხლის ხანგრძლივობასთან. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T19:57+0400
2022-04-15T19:57+0400
2022-04-15T23:27+0400
ეს საინტერესოა
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24465/50/244655050_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_051917bb16f64900a077bb3dd0a90bd5.jpg
2009 წელს მათ კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც სწორედ ამ კითხვაზე გასცეს პასუხი. მეცნიერებმა გამოავლინეს ერთგვარი კანონზომიერება: რაც უფრო გრძელია ფეხის ტერფი, მით დიდხანს ცოცხლობს მამაკაცი.ცხრილი, საშუალოდ რამდენ წელს იცოცხლებს ამა თუ იმ ზომის ფეხის მქონე მამაკაცი, ასე გამოიყურება: თუ მამაკაცის ფეხის ზომა არის:შვედების გარდა, აღნიშნულ თემაზე, ანუ ფეხის ზომასა და მის მნიშვნელობაზე კვლევა ჩაატარა ბრიტანულმა University College London-მაც.მეცნიერებმა ასი ისეთი მამაკაცი შეკრიბეს, რომლებიც თანახმა იყვნენ, შეედარებინათ მათი ფეხისა და პენისის ზომები ერთმანეთისთვის. ამით სწავლულებს სურდათ დაედგინათ, რამდენად ახლოს იყო სიმართლესთან სუსტ სქესს შორის გავრცელებული მოსაზრება, რომ „რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს ტერფი, მით უფრო...“მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და აბსოლუტური სიცრუეა.სამაგიეროდ, ამ კვლევისას ბრიტანელი სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ მამაკაცს არათითი საჩვენებელ თითზე გრძელი აქვს, ე.ი. ზემოთ ნახსენები ორგანო თავისი ზომით ქალებს ფრიად გაახარებს.გარდა ამისა, როგორც ბრიტანული საიტი Illicit Encounters-ი აცხადებს, მამაკაცები, რომლებსაც 40-42 ზომის ფეხი აქვთ, უფრო ერთგულები არიან ურთერთობებში, რასაც ვერ ვიტყვით უფრო გრძელი ტერფების მქონე მამაკაცებზე.დაბოლოს, ფინალური შტრიხი ბრიტანელი მეცნიერების კვლევებიდან:რაც უფრო დიდია მამაკაცის ფეხის ზომა, მით უფრო სწრაფად სირბილი შეუძლია მას. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერფი თითების სიგრძის ხარჯზეა დიდი, ვინაიდან სწორედ ფეხის თითები აგებს პასუხს აჩქარებაზე.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24465/50/244655050_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_756563fcc4d912deed75dcbca348b3b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ეს საინტერესოა, მსოფლიო მეცნიერული კვლევები
რაზე მეტყველებს მამაკაცის ტერფის სიგრძე: მეცნიერული დასკვნა
19:57 15.04.2022 (განახლებულია: 23:27 15.04.2022) შვედმა მეცნიერებმა რამდენიმე წლის წინ გადაწყვიტეს დაედგინათ, რა კავშირშია მამაკაცის ფეხის ზომა... სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
2009 წელს მათ კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც სწორედ ამ კითხვაზე გასცეს პასუხი. მეცნიერებმა გამოავლინეს ერთგვარი კანონზომიერება: რაც უფრო გრძელია ფეხის ტერფი, მით დიდხანს ცოცხლობს მამაკაცი.
ცხრილი, საშუალოდ რამდენ წელს იცოცხლებს ამა თუ იმ ზომის ფეხის მქონე მამაკაცი, ასე გამოიყურება:
თუ მამაკაცის ფეხის ზომა არის:
39 - ის საშუალოდ 64-69 წლამდე იცოცხლებს;
შვედების გარდა, აღნიშნულ თემაზე, ანუ ფეხის ზომასა და მის მნიშვნელობაზე კვლევა ჩაატარა ბრიტანულმა University College London-მაც.
მეცნიერებმა ასი ისეთი მამაკაცი შეკრიბეს, რომლებიც თანახმა იყვნენ, შეედარებინათ მათი ფეხისა და პენისის ზომები ერთმანეთისთვის. ამით სწავლულებს სურდათ დაედგინათ, რამდენად ახლოს იყო სიმართლესთან სუსტ სქესს შორის გავრცელებული მოსაზრება, რომ „რაც უფრო გრძელი აქვს მამაკაცს ტერფი, მით უფრო...“
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ამ მოსაზრებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და აბსოლუტური სიცრუეა.
სამაგიეროდ, ამ კვლევისას ბრიტანელი სწავლულები მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ მამაკაცს არათითი საჩვენებელ თითზე გრძელი აქვს, ე.ი. ზემოთ ნახსენები ორგანო თავისი ზომით ქალებს ფრიად გაახარებს.
გარდა ამისა, როგორც ბრიტანული საიტი Illicit Encounters-ი აცხადებს, მამაკაცები, რომლებსაც 40-42 ზომის ფეხი აქვთ, უფრო ერთგულები არიან ურთერთობებში, რასაც ვერ ვიტყვით უფრო გრძელი ტერფების მქონე მამაკაცებზე.
დაბოლოს, ფინალური შტრიხი ბრიტანელი მეცნიერების კვლევებიდან:
რაც უფრო დიდია მამაკაცის ფეხის ზომა, მით უფრო სწრაფად სირბილი შეუძლია მას. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერფი თითების სიგრძის ხარჯზეა დიდი, ვინაიდან სწორედ ფეხის თითები აგებს პასუხს აჩქარებაზე.