Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რა ეპიდვითარებაა საქართველოს რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 235-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.652.707-ს მიაღწია.
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 235 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 121 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია, შემდეგ კი კახეთი.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 21, კახეთი – 19, იმერეთი – 16, გურია – 15, ქვემო ქართლი – 12, შიდა ქართლი – 11, მცხეთა-მთიანეთი – 4, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4, სამცხე-ჯავახეთი – 3.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 496 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.633.338-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 5 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.788-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 2.555 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 349 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 189, აჭარაში – 15, იმერეთში – 78.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში – 47, აჭარაში – 11, იმერეთში – 7.
2.206 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 235-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.652.707-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0