https://sputnik-georgia.com/20220415/bevsvebs-xilis-wveni-ar-unda-miscet-266020241.html
ბავშვებს ხილის წვენები არ უნდა მისცეთ: კომაროვსკის განმარტება
ბავშვებს ხილის წვენები არ უნდა მისცეთ: კომაროვსკის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აპრილი — sputnik. ბავშვებისთვის ხილის წვენის მიცემით მშობლები უხეშ შეცდომას უშვებენ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T20:58+0400
2022-04-15T20:58+0400
2022-04-15T23:47+0400
ექიმის რჩევები
რჩევები მშობლებს
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0f/266020192_0:100:1921:1180_1920x0_80_0_0_e5d6afe4c31c48ffb4a145029419aaed.jpg
თბილისი, 15 აპრილი — sputnik. ბავშვებისთვის ხილის წვენის მიცემით მშობლები უხეშ შეცდომას უშვებენ, აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.მისი თქმით, ბავშვებისთვის ხილის წვენების მიცემა რეკომენდებული არ არის და ამგვარ რჩევას ბოლო პერიოდში მსოფლიოს დიეტოლოგები აღარ იძლევიან.მისი თქმით, „ნებისმიერი ხილის წვენი — ეს კონცენტრირებული ნახშირწყლებია, შაქარია, რომლებსაც მერე რაღაც უნდა მოუხერხდეს“.სპეციალისტის თქმით, ჯობს ბავშვს ხუთი ვაშლი აჭამოთ, ვიდრე ამ ხუთი ვაშლიდან გამოწურული წვენი დაალევინოთ.რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ხილის ჭამა, ექიმი გვირჩევს, რომ წვენის ნაცვლად ხილის პიურე მივცეთ.თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ბავშვს შეიძლება ხილის წვენი დავალევინოთ. მაგალითად, როდესაც მას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, წყალში 1:2-ზე გაზავებული ვაშლის წვენი ნებისმიერ წვეთოვანს სჯობს.„მაგრამ ეს მხოლოდ მწვავე ინფექციების დროს, როდესაც საქმე სითხის პათოლოგიურ ნაკლებობასთან გვაქვს“, — განმარტავს კომაროვსკი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0f/266020192_106:0:1813:1280_1920x0_80_0_0_f3e482c8f4cac96fccd48100502ee50b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები, რჩევები მშობლებს, სასარგებლო რჩევები
ბავშვებს ხილის წვენები არ უნდა მისცეთ: კომაროვსკის განმარტება
20:58 15.04.2022 (განახლებულია: 23:47 15.04.2022) თბილისი, 15 აპრილი — sputnik. ბავშვებისთვის ხილის წვენის მიცემით მშობლები უხეშ შეცდომას უშვებენ,
აცხადებს უმაღლესი კატეგორიის პედიატრი ევგენი კომაროვსკი.
მისი თქმით, ბავშვებისთვის ხილის წვენების მიცემა რეკომენდებული არ არის და ამგვარ რჩევას ბოლო პერიოდში მსოფლიოს დიეტოლოგები აღარ იძლევიან.
„მე ალბათ საშინლად გაგაოცებთ, მაგრამ ბავშვებს ხილის წვენები არ უნდა მისცეთ. საქმე ისაა, რომ როცა ბავშვს ხილის წვენს ვაძლევთ, ის ფაქტობრივად იღებს ძალიან ტკბილ წყალს, რომელშიც, რაღა თქმა უნდა, სადღაც არის ვიტამინი C, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბავშვი არ იღებს იმ უამრავ სარგებელს, რომლებიც სწორედ ხილის რბილობშია“, — აცხადებს პედიატრი.
მისი თქმით, „ნებისმიერი ხილის წვენი — ეს კონცენტრირებული ნახშირწყლებია, შაქარია, რომლებსაც მერე რაღაც უნდა მოუხერხდეს“.
სპეციალისტის თქმით, ჯობს ბავშვს ხუთი ვაშლი აჭამოთ, ვიდრე ამ ხუთი ვაშლიდან გამოწურული წვენი დაალევინოთ.
„რაღა თქმა უნდა, ბავშვებს ვაშლის ღრღნას წვენის სმა ურჩევნიათ, მაგრამ ჯანმრთელობისა და კუჭ-ნაწლავისთვის რეალური სარგებლის თვალსაზრისით, დაბეჯითებით გირჩევთ, ყოველთვის, როცა შესაძლებელია, შეუცვალოთ ბავშვს წვენი მთლიანი ხილით“, — ამბობს ცნობილი პედიატრი.
რაც შეეხება იმ ბავშვებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ შეუძლიათ ხილის ჭამა, ექიმი გვირჩევს, რომ წვენის ნაცვლად ხილის პიურე მივცეთ.
თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ბავშვს შეიძლება ხილის წვენი დავალევინოთ. მაგალითად, როდესაც მას მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს, წყალში 1:2-ზე გაზავებული ვაშლის წვენი ნებისმიერ წვეთოვანს სჯობს.
„მაგრამ ეს მხოლოდ მწვავე ინფექციების დროს, როდესაც საქმე სითხის პათოლოგიურ ნაკლებობასთან გვაქვს“, — განმარტავს კომაროვსკი.