https://sputnik-georgia.com/20220415/baideni-ukrainasi-ar-gaemgzavreba-266015055.html
ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება - თეთრი სახლის განმარტება
ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება - თეთრი სახლის განმარტება
Sputnik საქართველო
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ. 15.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-15T18:33+0400
2022-04-15T18:33+0400
2023-07-20T15:44+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
უკრაინა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0e/265973710_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_2c1c392c2be98405e7e8d332d9f24b4b.jpg
თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი გეგმების შესახებ საჯაროდ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა.მისი განმარტებით, კიევში მოგზაურობისთვის აშშ-ის პრეზიდენტს „8 საათის განმავლობაში მოუწევს ომის ზონაში მოგზაურობა, ეს კი თეთრი სახლის გეგმებში არ შედის“.გუშინ ბაიდენმა ტელეარხ C-SPAN-ის ჟურნალისტთან საუბრისას კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინაში წასასვლელად, დადებითად უპასუხა: „დიახ“.კიევს გასული თვის განმავლობაში არაერთი დასავლელი ლიდერი ეწვია, რათა უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები განეხილათ. კერძოდ, მიმდინარე თვეში კიევს სტუმრობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.
აშშ
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0e/265973710_50:0:2781:2048_1920x0_80_0_0_192e5e47ce3c527bf8e4b9fd4a6b7d79.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , უკრაინა , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ბაიდენი უკრაინაში არ გაემგზავრება - თეთრი სახლის განმარტება
18:33 15.04.2022 (განახლებულია: 15:44 20.07.2023) თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტი ჯერჯერობით არ იგეგმება, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯენ პსაკიმ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე მსგავსი გეგმების შესახებ საჯაროდ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა გამოაცხადა.
„ჩვენ არ ვგზავნით პრეზიდენტს უკრაინაში, ეს არც განიხილება“, — თქვა სპიკერმა Pod Save America-ს პოდკასტში.
მისი განმარტებით, კიევში მოგზაურობისთვის აშშ-ის პრეზიდენტს „8 საათის განმავლობაში მოუწევს ომის ზონაში მოგზაურობა, ეს კი თეთრი სახლის გეგმებში არ შედის“.
გუშინ ბაიდენმა ტელეარხ C-SPAN-ის ჟურნალისტთან საუბრისას კითხვას, მზად არის თუ არა უკრაინაში წასასვლელად, დადებითად უპასუხა: „დიახ“.
კიევს გასული თვის განმავლობაში არაერთი დასავლელი ლიდერი ეწვია, რათა უკრაინელი ხალხისთვის სოლიდარობა გამოეცხადებინათ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერის საკითხები განეხილათ. კერძოდ, მიმდინარე თვეში კიევს სტუმრობდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა.